ქალის ჰიგიენა

ქალის ჰიგიენა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ქალის ჯანმრთელობისთვის, კომფორტისა და თავდაჯერებულობისთვის. ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციების გაჩენის რისკი და სხვა გართულებები. PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა აუცილებელ პროდუქტს, რომელიც შექმნილია ქალის ჰიგიენის დაცვისთვის. 300–ზე მეტი დასახლების პროდუქტი, მათ შორის, ჰიგიენური საფენი, ტამპონი, მენსტრუალური ჭიქა და ინტიმური ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ყოველდღიური სისუფთავე.
ინტიმური ჰიგიენა
ქალთა ინტიმური ჰიგიენა მოიცავს ჯანმრთელობასა და სისუფთავის შენარჩუნებას გენიტალურ არეში. ინტიმური ჰიგიენის დაცვა აუცილებელია ინფექციების და მისგან გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. არ არის რეკომენდებული უხეში საპნებისა და სურნელოვანი პროდუქტების გამოყენება, რათა არ დაირღვეს ბუნებრივი pH ბალანსი. PSP.GE-ზე არსებული პროდუქტები დაგეხმარება შეინარჩუნო ბუნებრივი მიკროფლორა, ხოლო გვირილის შემცვლელი პროდუქტები დაიცავს კანს გაღიზიანებისგან.
ინტიმური ჰიგიენისთვის ასევე მნიშვნელოვანია სწორი მენსტრუალური პროდუქტების შერჩევა და მათი რეგულარული შეცვლა. აუცილებელია მენსტრუალური პროდუქტების გამოყენებისას სათანადო ჰიგიენის წესების დაცვა, მათ შორის, ხელების დაბანა მის გამოყენებამდე. საერთო ჯამში, ინტიმური ჰიგიენის დაცვა ხელს უწყობს თავდაჯერებულობასა და სიჯანსაღეს.
მენსტრუალური ჰიგიენა
მენსტრუალური ჰიგიენა მოიცავს განსაკუთრებულ მოვლასა და პროდუქტებს, რომელიც მნიშვნელოვანია მენსტრუაციის დროს კომფორტის, სისუფთავისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თქვენი პრეფერენციების, ცხოვრების სტილისა ან გამონადენის მოცულობის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭირო მენსტრუალური პროდუქტი: ჰიგიენური საფენი, ტამპონი თუ მენსტრუალური ჭიქა. მნიშვნელოვანია მენსტრუალური პროდუქტების რეგულარულად შეცვლა და პირადი ჰიგიენის დაცვა, ინფექციებისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.
ჰიგიენური საფენები არსებობს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის კლასიკი, ღამის, ულტრა თხელი და ბამბის საფენები კანის გაღიზიანების შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფს სისუფთავეს დღის განმავლობაში. ტამპონებიც, თავის მხრივ, განსხვავდება ზომის მიხედვით, მისი მოხმარებაც დამოკიდებულია გამონადენის მოცულობაზე. ტამპონი საშუალებას მოგცემთ კომფორტულად და დაცულად იგრძნოთ თავი მთელი დღის განმავლობაში, თუმცა ჯანმრთელობის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ხშირი გამოცვლა.
მენსტრუალური ჭიქები დღითი დღე უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება. მენსტრუალური ჭიქა საფენებისა და ტამპონების ალტერნატივაა, რომელიც ეკომეგობრულია და წლების განმავლობაში დაგიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. სილიკონისგან დამზადებული პროდუქტი არსებობს სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სიმყარის. გამოყენების წინ აუცილებელია სტერილიზაცია ანუ ე.წ. გამოხარშვა, ხოლო ციკლის პერიოდში ჭიქის მოხმარებისას, სასურველია ყოველი დაცლისას ჭიქა დამუშავდეს ინტიმური გელით და გაირეცხოს გამდინარე წყლით ან სპეციალური სითხით.
სამივე ტიპის პროდუქტი უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას სწორი გამოყენებისა და რეგულარულად შეცვლისას. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Bella - ბელა საფენი უქსოვადი მასალის ზედაპირით 4 წვეთი 32 ცალი 5277განსაკუთრებული ფასი 8,82 GEL რეგულარული ფასი 14,70 GEL
- Bella - ბელა საფენი უქსოვადი მასალის ზედაპირით 4 წვეთი 32 ცალი 5321განსაკუთრებული ფასი 8,82 GEL რეგულარული ფასი 14,70 GEL
- Bella - ბელა საფენი Deo Plantago 18 ცალი 2374განსაკუთრებული ფასი 2,22 GEL რეგულარული ფასი 3,70 GEL
- Bella - ბელა ტამპონი 16 ცალი 0348განსაკუთრებული ფასი 6,12 GEL რეგულარული ფასი 10,20 GEL
- Bella - ბელა საფენი ულტრა ნაითი 7 ცალი 3501განსაკუთრებული ფასი 3,21 GEL რეგულარული ფასი 5,35 GEL
- Bella - ბელა ტამპონი 8 ცალი 0331განსაკუთრებული ფასი 3,82 GEL რეგულარული ფასი 6,37 GEL
- Bella - ბელა საფენი Deo Tilia 18 ცალი 2350განსაკუთრებული ფასი 2,22 GEL რეგულარული ფასი 3,70 GEL
- Bella - ბელა ტამპონი 8 ცალი 0317განსაკუთრებული ფასი 3,82 GEL რეგულარული ფასი 6,37 GEL
- Bella - ბელა საფენი Deo Verbena 18 ცალი 2367განსაკუთრებული ფასი 2,22 GEL რეგულარული ფასი 3,70 GEL
- Bella - ბელა საფენი ულტრა MAX Rose 8 ცალი 6113განსაკუთრებული ფასი 3,37 GEL რეგულარული ფასი 5,61 GEL
- Bella - ბელა საფენი ულტრა MAX Rose 16 ცალი 6120განსაკუთრებული ფასი 6,73 GEL რეგულარული ფასი 11,22 GEL
- Bella - ბელა ყოველდღიური საფენი დეო plantago 60 ცალი 2213განსაკუთრებული ფასი 5,36 GEL რეგულარული ფასი 8,93 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account