ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო RITUEL რელაქს შხაპ-ზეთი 6279განსაკუთრებული ფასი 59,61 GEL რეგულარული ფასი 99,35 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე თხევადი საპონი ფორთოხალი 300 მლ 6070განსაკუთრებული ფასი 8,31 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი ქოქოსი 500 მლ 7206განსაკუთრებული ფასი 14,91 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე თხევადი საპონი ატამი 300 მლ 6094განსაკუთრებული ფასი 8,31 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- BIO-ROM - ბიორომი შხაპის გელი ბროწეული 300 მლ 27084განსაკუთრებული ფასი 17,25 GEL რეგულარული ფასი 28,75 GEL
- BIO-ROM - ბიორომი შხაპის გელი ორქიდეა 300 მლ 27138განსაკუთრებული ფასი 17,25 GEL რეგულარული ფასი 28,75 GEL
- შხაპ-გელი ბერგამოტის 400 მლ 1983 ლილიენი - Lilienგანსაკუთრებული ფასი 5,85 GEL რეგულარული ფასი 9,75 GEL
- შხაპ-გელი თეთრი ატამი და ნექტარინი 400 მლ 8408 ლე პეტიტ მარსელიე - Le Petit Marseillaisგანსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 14,82 GEL
- შხაპ-გელი ვანილი 400 მლ 4769 ლე პეტიტ მარსელიე - Le Petit Marseillaisგანსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 14,82 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპის გელი ქაშმირი + ხელის კრემი 30546განსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- SVR - ესვიერი SPIRAL დეო-დასაბანი გელი 400 მლ 2702განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი არგანი 750 მლ 7640განსაკუთრებული ფასი 16,71 GEL რეგულარული ფასი 27,85 GEL
- Lilien - ლილიენი მამაკაცის შამპუნი და შხაპ-გელი ICE 400 მლ 6301განსაკუთრებული ფასი 5,97 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Lilien - ლილიენი მამაკაცის შამპუნი და შხაპ-გელი EXTREME 400 მლ 1801განსაკუთრებული ფასი 5,97 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Lilien - ლილიენი კრემ-საპონი ალოე 500 მლ 4428განსაკუთრებული ფასი 4,11 GEL რეგულარული ფასი 6,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა ტანის კარაქი + შხაპის გელი 4599განსაკუთრებული ფასი 20,43 GEL რეგულარული ფასი 40,85 GEL
- Lirene - ლირენე შხაპ-ზეთი ლავანდა და ჟოლო 4102განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- კაცის შხაპ-გელი წითელი ფორთხალი 400 მლ 5926 Le Petit Marseillais - ლე პეტიტ მარსელიეგანსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 14,82 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account