ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპ-ზეთი ხავერდოვანი 750 მლ 5078განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 46,99 GEL
- Mizon - მიზონი შხაპ-გელი ჩაის ხის 800 მლ 68934განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის შხაპის გელი 500 მლ 2267განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი გელი 400 მლ 8785განსაკუთრებული ფასი 42,25 GEL რეგულარული ფასი 84,50 GEL
- SVR - ესვიერი SPIRAL დეო-დასაბანი გელი 400 მლ 2702განსაკუთრებული ფასი 24,80 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ქოქოსი 500 გ 6170განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ბერგამოტი 500 გ 6187განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი თეთრი მუშკი და ორქიდეა 500 გ 4923განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ვარდი 500 გ 6095განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი და შხაპ-გელი ვარდი 4848განსაკუთრებული ფასი 21,42 GEL რეგულარული ფასი 42,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ბროწეული 500 გ 6156განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი შხაპის გელი 4389განსაკუთრებული ფასი 26,85 GEL რეგულარული ფასი 67,12 GEL
- Teaology - თიოლოჯი Yoga ტანის წყალი 100 მლ 2388განსაკუთრებული ფასი 24,60 GEL რეგულარული ფასი 41,01 GEL
- Sebamed - სებამედი თხევადი დასაბანი საშუალება სახისა და სხეულისთვის 200 მლ 5201განსაკუთრებული ფასი 12,92 GEL რეგულარული ფასი 21,53 GEL
- Sebamed - სებამედი შხაპის გელი SPA 200 მლ 7916განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Sebamed - სებამედი სახის და ტანის დასაბანი საშუალება ზეთისხილის ექსტრაქტით 1491განსაკუთრებული ფასი 13,53 GEL რეგულარული ფასი 22,55 GEL
- Ziaja - ზიაია თხევადი საპონი დარიჩინი 37088განსაკუთრებული ფასი 4,43 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account