ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Teaology - თიოლოჯი Green Tea ტანის კრემი 260 მლ 6003განსაკუთრებული ფასი 54,82 GEL რეგულარული ფასი 91,36 GEL
- Teaology - თიოლოჯი Jasmine ტანის კრემი 260 მლ 2982განსაკუთრებული ფასი 59,40 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ლილია 100 გ 2240განსაკუთრებული ფასი 4,36 GEL რეგულარული ფასი 8,72 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ლილია 125 გ 3 ცალი 8198განსაკუთრებული ფასი 7,36 GEL რეგულარული ფასი 14,72 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ია 200 გ 9010განსაკუთრებული ფასი 4,36 GEL რეგულარული ფასი 8,72 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ლილია 200 გ 8990განსაკუთრებული ფასი 4,36 GEL რეგულარული ფასი 8,72 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ალოე 99% გელი 2955განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი ზეთი 400 მლ 6764განსაკუთრებული ფასი 46,32 GEL რეგულარული ფასი 92,63 GEL
- Rituals - რიტუალს Ayurveda აღმდგენი ხელის კრემი 3348განსაკუთრებული ფასი 31,47 GEL რეგულარული ფასი 41,96 GEL
- Rituals - რიტუალს Sakura ტანის სკრაბი 250 გ 1328განსაკუთრებული ფასი 55,74 GEL რეგულარული ფასი 74,32 GEL
- Rituals - რიტუალს The Ritual Of Jing ტანის კრემი 220 მლ 1151განსაკუთრებული ფასი 52,44 GEL რეგულარული ფასი 69,92 GEL
- Rituals - რიტუალს Karma ტანის კრემი 220 მლ 2432განსაკუთრებული ფასი 52,44 GEL რეგულარული ფასი 69,92 GEL
- Missha - მისშა CICA ალოე გელი 300 მლ 2021განსაკუთრებული ფასი 19,75 GEL რეგულარული ფასი 39,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account