ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Topicrem - ტოპიკრემი SOS ტანის აღმდგენი UR30 75 მლ 4532განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- SVR - ესვიერი XERIAL ურეა რძე 400 მლ 2429განსაკუთრებული ფასი 55,80 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- SVR - ესვიერი XERIAL ურეა რძე 200 მლ 2412განსაკუთრებული ფასი 42,60 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი ხელის კრემი 50 მლ 3252განსაკუთრებული ფასი 18,48 GEL რეგულარული ფასი 30,80 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა ურელია ტანისა და თმის დასაბანი ექსფოლიანტ გელი 1850განსაკუთრებული ფასი 43,89 GEL რეგულარული ფასი 73,15 GEL
- Ziaja - ზიაიახელის კრემი Ucuuba 5% 8206განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის კრემი აღმდგენი 500 მლ 3306განსაკუთრებული ფასი 55,20 GEL რეგულარული ფასი 92,00 GEL
- Lea - ლეა ტანის კრემი UREA 10% 200 მლ 3458განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი SOS ტანის აღმდგენი კრემი 200 მლ 3290განსაკუთრებული ფასი 47,44 GEL რეგულარული ფასი 79,06 GEL
- Lirene - ლირენე ფეხის შრატი 100 მლ 6113განსაკუთრებული ფასი 7,11 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Lirene - ლირენე ქუსლების სამკურნალო კრემი 75 მლ 6012განსაკუთრებული ფასი 7,71 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Lirene - ლირენე ფეხის ნიღაბი ამქერცლავი 1079განსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Lirene - ლირენე ფეხის კრემი დამატენიანებელი კერატოლიზური 6111განსაკუთრებული ფასი 7,71 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- ლიპიკარი Urea 10% 400 მლ 2302 ლა როშ-პოზე - La Roche-Posayგანსაკუთრებული ფასი 102,20 GEL რეგულარული ფასი 146,00 GEL
- CeraVe - ცერავე SA დამარბილებელი კრემი 340 მლ 4101განსაკუთრებული ფასი 59,29 GEL რეგულარული ფასი 84,70 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამამშვიდებელი ემულსია 1ლ 2576განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი SOS ფეხის აღმდგენი კრემი 75 მლ 2316განსაკუთრებული ფასი 29,64 GEL რეგულარული ფასი 49,40 GEL
- Lea - ლეა ფეხის კრემი 10% UREA 125 მლ 3748განსაკუთრებული ფასი 4,43 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
- SVR - ესვიერი XERIAL ფეხის კრემი 7179განსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account