ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი ვარდი 500 მლ 7022განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- ტანის სკრაბი 2-1-ში 3106 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი ატამი 250 მლ 7459განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Caudalie - კოდალი შხაპ-გელი Fleur 200 მლ 3816განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- აბაზანის ღრუბელი საპნის სათავსოთი 6719 მარტინი სპა - Martini Spaგანსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Lilien - ლილიენი შამპუნი თმის, წვერის და ტანის BLACK 4329განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- Ziaja - ზიაია მამკაცის შხაპ-გელი 300 მლ 23852განსაკუთრებული ფასი 7,11 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საპონი გლიცერინით 100 გ 3 ცალი 5844განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- Safeguard - სეიფგარდი საპონი ალოე 90 გრ 5675განსაკუთრებული ფასი 2,40 GEL რეგულარული ფასი 3,19 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპ-გელი მარწყვი 500 მლ 18971განსაკუთრებული ფასი 8,91 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- CeraVe - ცერავე გამწმენდი კრემ-გელი ნორმალური და მშრალი კანისთვის 236 მლ 7180განსაკუთრებული ფასი 25,87 GEL რეგულარული ფასი 43,11 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საპონი ვარდის 100 გ 5318განსაკუთრებული ფასი 4,43 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საპონი ალოე 100 გ 2 ცალი 5097განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- შხაპის გელი 1000 მლ 8093 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,53 GEL რეგულარული ფასი 22,55 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU შხაპის გელი 7827განსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account