ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Algologie - ალგოლოჟი Revitalising ტანის კრემი 200 მლ 0893განსაკუთრებული ფასი 39,50 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- Payot - პაიო RITUEL ხელის კრემი 7603განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Payot - პაიო RITUEL ტანის ნაკრები 7030განსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Payot - პაიო RITUEL ხელის კრემი მკვებავი 7573განსაკუთრებული ფასი 49,80 GEL რეგულარული ფასი 83,01 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Revitalising სხეულის დამატენიანებელი რძე 1173განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Body სკრაბი ზღვის მარილი 0886განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Lea - ლეა ტანის კრემი არგანი 200 მლ 3281განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Lierac - ლიერაკი BODY დამატენიანებელი რძე 200 მლ 3791განსაკუთრებული ფასი 53,82 GEL რეგულარული ფასი 82,80 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი ატამი 250 მლ 7459განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი ქოქოსი 500 მლ 7206განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ხელის კრემი არგანი 75 მლ 3174განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Shik - შიკი ხელის კრემი დატენიანება 100მლ 3853განსაკუთრებული ფასი 2,75 GEL რეგულარული ფასი 5,50 GEL
- Shik - შიკი ხელის კრემი დატენიანება 100მლ 3846განსაკუთრებული ფასი 2,75 GEL რეგულარული ფასი 5,50 GEL
- Shik - შიკი შხაპ-გელი ზეთისხილი 250გ 9153განსაკუთრებული ფასი 2,25 GEL რეგულარული ფასი 4,50 GEL
- Shik - შიკი ხელის კრემი დატენიანება 100მლ 3860განსაკუთრებული ფასი 2,75 GEL რეგულარული ფასი 5,50 GEL
- Mizon - მიზონი ტანის ლოსიონი Niacinamide 300 მლ 3405განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ტანის რძე ლავანდა 3273განსაკუთრებული ფასი 34,89 GEL რეგულარული ფასი 58,15 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ხელის კრემი ალუბალი 8377განსაკუთრებული ფასი 7,55 GEL რეგულარული ფასი 12,59 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ხელის კრემი გარდენია 3570განსაკუთრებული ფასი 16,43 GEL რეგულარული ფასი 27,38 GEL
- Lirene - ლირენე ხელის კრემი 5x1 50 მლ 2526განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account