ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Topicrem - ტოპიკრემი დამატენიანებელი რძე 500 მლ 3450განსაკუთრებული ფასი 48,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი რძე 500 მლ 2286განსაკუთრებული ფასი 49,98 GEL რეგულარული ფასი 83,30 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ატოპიური კანის ბალზამი 200 მლ 2583განსაკუთრებული ფასი 36,60 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი რძე 200 მლ 2361განსაკუთრებული ფასი 28,68 GEL რეგულარული ფასი 47,80 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი შხაპის გელი 4389განსაკუთრებული ფასი 40,27 GEL რეგულარული ფასი 67,12 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი + დასაბანი გელი ატოპიური კანისთვის 3115განსაკუთრებული ფასი 53,94 GEL რეგულარული ფასი 89,90 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი რძე 200 მლ 3436განსაკუთრებული ფასი 35,40 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AD ატოპიური კანის ბალზამი 75 მლ 3207განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამამშვიდებელი ემულსია 1ლ 2576განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დასაბანი გელი ატოპიური კანისთვის 500 მლ 2835განსაკუთრებული ფასი 40,20 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AD ატოპიური კანის ზეთი 145 მლ 2958განსაკუთრებული ფასი 41,70 GEL რეგულარული ფასი 69,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი ატოპიური კანისთვის 500 მლ 2736განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account