ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- პარფიუმი 03 Happy Bunny 9 მლ 0071 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 32,52 GEL რეგულარული ფასი 65,04 GEL
- პარფიუმი 02 Cuty Bunny 9 მლ 0064 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 32,52 GEL რეგულარული ფასი 65,04 GEL
- პარფიუმი 01 Love Bunny 9 მლ 0057 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 32,52 GEL რეგულარული ფასი 65,04 GEL
- Rituals - რიტუალს Ayurveda ხელის ბალმი 70 მლ 8655განსაკუთრებული ფასი 31,47 GEL რეგულარული ფასი 41,96 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის კრემი ყუთით Cath Kidston 100 მლ 4730განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის კრემი 30 მლ 3 ცალი Cath Kidston 4723განსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Nathalie Lete ხელის კრემის და ტუჩის ბალზამის ნაკრები 5188განსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Nathalie Lete ხელის კრემი ყუთით 100 მლ 5164განსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Cloud Nine საპონი ყვავილები 4648განსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Cloud Nine ხელის კრემი ყუთით 100 მლ 4631განსაკუთრებული ფასი 25,80 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Cloud Nine ხელის კრემი 30 მლ 3 ცალი 4624განსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account