Avene - ავენი მიცელარული სითხე 500 მლ 0201

68,00 GEL
მარაგშია
SKU
57814_715
გამწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი უნივერსალური მიცელარული სითხე სახის, თვალის და ტუჩის კანისთვის ( არ საჭიროებს ჩამობანას ).

Avene - ავენი მიცელარული ლოსიონი 
შინაგანი და გარეგანი აგრესიული ფაქტორების მუდმივი ან პერიოდული მოქმედება კანზე იწვევს მისი მგრძნობელობის მომატებას, რის შედეგადაც კანი კარგავს ჯანსაღ იერსა და მიმზიდველობას. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: სტრესი, გადაღლილობა, ჭუჭყი, მშრალი კლიმატი, ხისტი წყალი, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები, უხეში გამწმენდები. შედეგად კანი ხდება დაჭიმული, წითლდება და იწყება ქავილი. ამ შემთხვევაში კანს სჭირდება არააგრესიული ძალიან ნაზი გამწმენდი, რომელიც აღადგენს მის ბალანსს. მიცელარული ლოსიონი შეიცავს დიდი რაოდენობით თერმულ წყალს, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, შეიცავს ძალიან ნაზ გამწმენდ ინგრედიენტებს, რომელიც ფაქიზად აშორებს ჭუჭყსა და მაკიაჟს სახიდან, თვალიდან და ტუჩიდან. მისი ფორმულა შეიცავს გასუფთავებულ და მსუბუქ ინგრედიენტებს, რაც ანიჭებს კანს კომფორტს, სინაზესა და ელასტიკურობას. შემადგენლობა: ავენის თერმული წყალი 96%, ალფა-ბისაბოლოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნაზი გამწმენდი ბაზა ( სურფაქტანტი ). 
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება კოსმეტიკურ ბამბის დისკზე და მსუბუქად გაიწმინდეთ სახე.
მოცულობა 500 მლ. 

დამზადებულია საფრანგეთში

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy