Avene - ავენი ქლინანს გამწმენდი სითხე ცხიმიანი კანისთვის 0315
ავენი ქლინანსის მიცელარული წყალი სახე და თვალი კომბინირებული, ცხიმიანი, კომედონებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
მიცელარული წყალი კანზე მორგებული გამწმენდი ინგრედიენტების წყალობით ნაზად აშორებს ჭუჭყს, რომელიც გროვდება ფორებში (მტვერი, დაბინძურებს ნარჩენები და ა.შ.) და მაკიაჟს.
მასში შემავალი გლუტამინის მჟავა ამცირებს ჭარბ სებუმს, ავენის თერმული წყალი არბილებს და ამშვიდებს კანს. ის არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. კანი ხდება სუფთა და ნათელი.
აქვს ვეგანური ფორმულა, მისი ინგრედიენტების 99% არის ბუნებრივი წარმოშობის, შეფუთვა არის 84% -ით გადამუშავებადი.
გამოყენება: გაისუფთავეთ ბამბის ტამპონით სახის და თვალის გარშემო კანი დილას ან/და საღამოს. არ ჩამოიბანოთ. შემდეგ იპკურეთ თერმული წყალი და წაისვით თქვენი კანისთვის განკუთვნილი კრემი.
აქვს ძალიან კარგი ოკულარული ამტანობა, ერგება კონტაქტური ლინზების მატარებელ თვალსაც, აქვს ფიზიოლოგიური pH
შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.
მოცულობა: 400მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account