სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- SVR - ესვიერი Sebia გელ-მუსი 200 მლ 3396განსაკუთრებული ფასი 26,47 GEL რეგულარული ფასი 52,94 GEL
- კონცენტრატი TOPIALYSE 100 მლ 3303 ესვიერი - SVRგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- კრემ-ფლუიდი ლაითი 75 მლ 2596 ემბრიოლისი - Embryolisseგანსაკუთრებული ფასი 43,22 GEL რეგულარული ფასი 66,50 GEL
- SVR - ესვიერი SEBIA დასაბანი კრემი 200 მლ 3365განსაკუთრებული ფასი 37,00 GEL რეგულარული ფასი 74,00 GEL
- Uriage - ურიაჟი ისეაკი გამწმენდი გელი 150 მლ 0973განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- დასაბანი გელი Hyseac 500 მლ 9990 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 77,40 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი GRAPE 2373განსაკუთრებული ფასი 17,31 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- გამწმენდი კრემი Hyseac 150 მლ 0002 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- დამატენიანებელი კრემ-ფლუიდი 400 მლ 2589 ემბრიოლისი - Embryolisseგანსაკუთრებული ფასი 49,07 GEL რეგულარული ფასი 75,50 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი გელი 150 მლ 1423განსაკუთრებული ფასი 45,30 GEL რეგულარული ფასი 75,50 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი MANGO 8133განსაკუთრებული ფასი 17,31 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი სახის გამწმენდი კრემ-ქაფი 200 მლ 0264განსაკუთრებული ფასი 27,62 GEL რეგულარული ფასი 42,48 GEL
- SVR - ესვიერი Sebia გელი Reach 400 მლ 3587განსაკუთრებული ფასი 73,50 GEL რეგულარული ფასი 147,00 GEL
- SVR - ესვიერი გელ-მუსანტი SEBIACLEAR 200 მლ 2617განსაკუთრებული ფასი 26,50 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
- გამწმენდი გელი Hyseac 150 მლ 9983 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- ატოპიური კანის შხაპის ზეთი და დამატენიანებელი 2220 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 18,48 GEL რეგულარული ფასი 36,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account