სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ შრატი 19209განსაკუთრებული ფასი 100,65 GEL რეგულარული ფასი 201,30 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ შრატი C5 6583განსაკუთრებული ფასი 108,50 GEL რეგულარული ფასი 217,00 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი ღამის კრემი 50 მლ 4017განსაკუთრებული ფასი 80,32 GEL რეგულარული ფასი 200,80 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი რეტინოლის შრატი 1636განსაკუთრებული ფასი 114,40 GEL რეგულარული ფასი 228,80 GEL
- Vichy - ვიში სახის კრემი ლიფტაქტივი ღამის ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1322502განსაკუთრებული ფასი 99,75 GEL რეგულარული ფასი 199,50 GEL
- Vichy - ვიში სახის კრემი SLOW AGE 552066განსაკუთრებული ფასი 85,67 GEL რეგულარული ფასი 171,34 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი კოლაგენით დღის 50 მლ 7254განსაკუთრებული ფასი 87,48 GEL რეგულარული ფასი 218,70 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ SPF 30 9124განსაკუთრებული ფასი 95,40 GEL რეგულარული ფასი 190,80 GEL
- Vichy - ვიში სახის კრემი ლიფტაქტივი ნორმალური და კომბინირებული კანისთვის 1328795განსაკუთრებული ფასი 95,39 GEL რეგულარული ფასი 190,78 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი დღის კრემი LIFT 50 მლ 4123განსაკუთრებული ფასი 102,33 GEL რეგულარული ფასი 204,66 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი ანტიპიგმენტური შრატი 4905განსაკუთრებული ფასი 121,50 GEL რეგულარული ფასი 243,00 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი Revitalizing ღამის კრემი 4086განსაკუთრებული ფასი 108,46 GEL რეგულარული ფასი 216,92 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 2281განსაკუთრებული ფასი 74,54 GEL რეგულარული ფასი 149,08 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი კოლაგენი ღამის 2520განსაკუთრებული ფასი 107,22 GEL რეგულარული ფასი 214,44 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი დღის კრემი 50 მლ 4031განსაკუთრებული ფასი 94,75 GEL რეგულარული ფასი 189,50 GEL
- Vichy - ვიში სახის კრემი ლიფტაქტივი მშრალი კანისათვის 1328801განსაკუთრებული ფასი 95,39 GEL რეგულარული ფასი 190,78 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი შრატი C5 30 მლ 3980განსაკუთრებული ფასი 110,15 GEL რეგულარული ფასი 220,29 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი დღის კრემი მშრალი კანისთვის 50 მლ 4161განსაკუთრებული ფასი 102,33 GEL რეგულარული ფასი 204,66 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account