სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე მიცელარული გელი ალოე 400 მლ 0011განსაკუთრებული ფასი 14,93 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ A შრატი 30 მლ 0920განსაკუთრებული ფასი 88,80 GEL რეგულარული ფასი 148,00 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ B3 შრატი 30 მლ 0937განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის შრატი INTENSIVE SPIRULINE 30 მლ 4083განსაკუთრებული ფასი 83,10 GEL რეგულარული ფასი 138,50 GEL
- Payot - პაიო Optimale დამატენიანებელი გელ-კრემი 2974განსაკუთრებული ფასი 78,57 GEL რეგულარული ფასი 130,95 GEL
- Payot - პაიო MY PAYOT გლოუ გელი 5418განსაკუთრებული ფასი 78,66 GEL რეგულარული ფასი 131,10 GEL
- Nuxe - ნუქსი სახის ფლუიდი 48 საათიანი დატენიანება 7932განსაკუთრებული ფასი 56,63 GEL რეგულარული ფასი 87,13 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium კრემ-გელი KERATO+ 30 მლ 5367განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Payot - პაიო მიცელარული რძე 200 მლ 3674განსაკუთრებული ფასი 36,05 GEL რეგულარული ფასი 60,08 GEL
- Payot - პაიო ლოსიონ-ტონიკი 200 მლ 3698განსაკუთრებული ფასი 33,94 GEL რეგულარული ფასი 56,56 GEL
- Lierac - ლიერაკი LIFT დღის კრემი 50 მლ 8942განსაკუთრებული ფასი 140,01 GEL რეგულარული ფასი 215,39 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio ღამის აღმდგენი ზეთი Organic 30 მლ 7543განსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 85,96 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- გლოუ კონცენტრატი Soleil 30 მლ 1258 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 39,50 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- ბალმი N2/AR Soothing 5531 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- CC კრემი Pate Grise 20 მლ 0870 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 31,44 GEL რეგულარული ფასი 52,40 GEL
- Nuxe - ნუქსი სახის და ტანის გამწმენდი გელი reve de miel 400 მლ 4063განსაკუთრებული ფასი 42,25 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ემულსია 50 მლ 4888განსაკუთრებული ფასი 50,05 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის დასაბანი გელი 150 მლ 4857განსაკუთრებული ფასი 38,35 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- Lierac - ლიერაკი მაკიაჟის მოსაშორებელი მიცელარული რძე 200 მლ 1261განსაკუთრებული ფასი 42,61 GEL რეგულარული ფასი 65,55 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account