სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო Grise დასაბანი გელი 200 მლ 5159განსაკუთრებული ფასი 46,07 GEL რეგულარული ფასი 76,78 GEL
- Mizon - მიზონი WV კრემი 100 მლ 2057განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Missha - მისშა სახის დასაბანი ქაფი VITA C 120 მლ 3479განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte დასაბანი ქაფი შოკოლადი 4713განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე Anti Pollution დეტოქს-გელი 150 მლ 0074განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC ტონერი 150 მლ 3801განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი გელი ალოე 7294განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Floria ქაფი 150 მლ 6616განსაკუთრებული ფასი 42,82 GEL რეგულარული ფასი 85,63 GEL
- Missha - მისშა CICA დასაბანი ქაფი 150 მლ 6197განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- მისტი Hyalugen 100 მლ 5560 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- ტონერი Hyalugen 130 მლ 5515 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი მიცელარული სითხე მაკიაჟის მოსაშორებლად 1323257განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Sebamed - სებამედი თხევადი დასაბანი საშუალება სახისა და სხეულისთვის 200 მლ 5201განსაკუთრებული ფასი 12,92 GEL რეგულარული ფასი 21,53 GEL
- Sebamed - სებამედი ცხიმიანი კანის ანტიბაქტერიული დასაბანი საშუალება 150 მლ 8118განსაკუთრებული ფასი 17,40 GEL რეგულარული ფასი 29,00 GEL
- Sebamed - სებამედი სახის და ტანის დასაბანი საშუალება ზეთისხილის ექსტრაქტით 1491განსაკუთრებული ფასი 13,53 GEL რეგულარული ფასი 22,55 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account