სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Caudalie - კოდალი Vinoclean ნუშის რძე 100 მლ 3113განსაკუთრებული ფასი 22,00 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის გელი 150 მლ 3465განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის ნიღაბი 3472განსაკუთრებული ფასი 43,00 GEL რეგულარული ფასი 86,00 GEL
- ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონერი 400 მლ 3434 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- შრატი Resveratrol სათადარიგო 4516 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 72,50 GEL რეგულარული ფასი 145,00 GEL
- ჰიალურონის შრატი Vinohydra 30 მლ 4363 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 132,00 GEL
- Caudalie - კოდალი Resveratrol ლიფტინგი სათადარიგო შემავსებელი 50 მლ 4288განსაკუთრებული ფასი 72,50 GEL რეგულარული ფასი 145,00 GEL
- Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონერი 200 მლ 3427განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- სახის კრემი Premier Cru 50მლ 4578 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 153,00 GEL რეგულარული ფასი 306,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinoclean ნუშის რძე 200 მლ 3120განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Caudalie - კოდალი გამწმენდი რძე 100მლ 2290განსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- ღამის კრემი Vinoperfect 50 4622 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 76,00 GEL რეგულარული ფასი 152,00 GEL
- მარეგულირებელი შრატი Vin-prf 30 4325 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 87,00 GEL რეგულარული ფასი 174,00 GEL
- Caudalie - კოდალი Resveratrol ლიფტინგი კრემი ქაშმირი 50 მლ 4271განსაკუთრებული ფასი 86,00 GEL რეგულარული ფასი 172,00 GEL
- სახის კრემი Premier Cru Rich სათადარიგო 4608 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 133,00 GEL რეგულარული ფასი 266,00 GEL
- Caudalie - კოდალი მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთი Vinoclean 150 მლ 3175განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- სახის კრემი Premier Cru სათადარიგო 4585 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 133,00 GEL რეგულარული ფასი 266,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account