სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 51,62 GEL რეგულარული ფასი 86,03 GEL
- Heath - ჰისი სახის აღმდგენი შრატი 30 მლ 7121განსაკუთრებული ფასი 38,37 GEL რეგულარული ფასი 63,95 GEL
- Heath - ჰისი სახის დამატენიანებელი კრემი 100 მლ 2346განსაკუთრებული ფასი 36,51 GEL რეგულარული ფასი 60,85 GEL
- Heath - ჰისი გაპარსვის შემდგომი აღმდგენი 100 მლ 2353განსაკუთრებული ფასი 29,31 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დამამშვიდებელი Rich კრემი 40 მლ 2972განსაკუთრებული ფასი 40,92 GEL რეგულარული ფასი 81,84 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen ესენცია 50 მლ 8603განსაკუთრებული ფასი 85,20 GEL რეგულარული ფასი 142,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen დამატენიანებელი კრემი 80მლ 8610განსაკუთრებული ფასი 93,00 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Red Retinol ღამის ნიღაბი 120 მლ 9181განსაკუთრებული ფასი 92,89 GEL რეგულარული ფასი 154,81 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro შრატი 50მლ 4464განსაკუთრებული ფასი 53,91 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Village11 - ვილაჯ11 კოლაგენის ამპულა 50მლ 2781განსაკუთრებული ფასი 56,91 GEL რეგულარული ფასი 94,85 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია ამპულა 50 მლ 1835განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი CC კრემი SPF50 50 მლ 4353განსაკუთრებული ფასი 82,86 GEL რეგულარული ფასი 138,10 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი LAB დასაბანი ლოსიონი 3066განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebiaclear ამპულა Flash 30 მლ 2450განსაკუთრებული ფასი 67,20 GEL რეგულარული ფასი 112,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Hemp სახის კრემი 60 მლ 4117განსაკუთრებული ფასი 44,90 GEL რეგულარული ფასი 74,83 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დამამშვიდებელი ფლუიდი 40 მლ 2996განსაკუთრებული ფასი 35,05 GEL რეგულარული ფასი 70,11 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი შრატი 30 მლ 4824განსაკუთრებული ფასი 95,94 GEL რეგულარული ფასი 159,90 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დაზიანებული კანის აღმდგენი კრემი 40 მლ 2682განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი აღმდგენი კრემი CICA 100 მლ 3283განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ჰიალურონით და ავოკადოთი 9151განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account