სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი კრემი 5655განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ანტიასაკობრივი კრემი 40 მლ 4037განსაკუთრებული ფასი 48,56 GEL რეგულარული ფასი 121,40 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი ალოე 3311განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ შრატი 19209განსაკუთრებული ფასი 100,65 GEL რეგულარული ფასი 201,30 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ B3 ESSENCE 0944განსაკუთრებული ფასი 46,50 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის შრატი 30 მლ 588713განსაკუთრებული ფასი 62,30 GEL რეგულარული ფასი 124,60 GEL
- Uriage - ურიაჟი ქსემოზი ტუჩის სტიკი 4 გ. 4452განსაკუთრებული ფასი 16,23 GEL რეგულარული ფასი 32,45 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 120 მლ 3795განსაკუთრებული ფასი 28,40 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Mizon - მიზონი მკვებავი დასაბანი ზეთი 150 მლ 4112განსაკუთრებული ფასი 42,43 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ ტონერი 120 მლ 4044განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach გამწმენდი რძე-ზეთი 150 მლ 5099განსაკუთრებული ფასი 29,66 GEL რეგულარული ფასი 49,44 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ პოზე REDERMIC C 13704განსაკუთრებული ფასი 87,75 GEL რეგულარული ფასი 175,50 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი CICALUR 2675განსაკუთრებული ფასი 3,50 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AH3 შრატი ანტიასაკობრივი 30 მლ 3856განსაკუთრებული ფასი 59,04 GEL რეგულარული ფასი 147,61 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ B3 შრატი 30 მლ 0937განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Vichy - ვიში გელ-ბუსტერი მინერალ 89 543248განსაკუთრებული ფასი 55,89 GEL რეგულარული ფასი 111,78 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account