სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Kool Beauty - ქულ ბიუთი მბზინვარე კრემი ჰიალურონით 50 მლ 0170განსაკუთრებული ფასი 32,93 GEL რეგულარული ფასი 65,85 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის შრატი 30 მლ 588713განსაკუთრებული ფასი 74,76 GEL რეგულარული ფასი 124,60 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST გელი დამატენიანებელი 4682განსაკუთრებული ფასი 78,49 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ შრატი 19209განსაკუთრებული ფასი 120,78 GEL რეგულარული ფასი 201,30 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 120 მლ 3795განსაკუთრებული ფასი 42,60 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი გელი 50 მლ 2941განსაკუთრებული ფასი 43,13 GEL რეგულარული ფასი 71,89 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro შრატი 50მლ 4464განსაკუთრებული ფასი 53,91 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Lierac - ლიერაკი Arkeskin ფლუიდი 0409განსაკუთრებული ფასი 67,28 GEL რეგულარული ფასი 103,50 GEL
- Caudalie - კოდალი Resveratrol Instant Firming 30 მლ 4240განსაკუთრებული ფასი 111,00 GEL რეგულარული ფასი 185,00 GEL
- Lierac - ლიერაკი Lift Integral კონცენტრატი ამპულა 9021განსაკუთრებული ფასი 77,95 GEL რეგულარული ფასი 119,92 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ B3 შრატი 30 მლ 0937განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- კრემი Hyalugen 50 მლ 5539 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- SVR - ესვიერი შრატი ცხიმიანი კანისთვის Sebiaclear 30 მლ 0364განსაკუთრებული ფასი 55,80 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3818განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Mizon - მიზონი გელ-კრემი Water Volume 45 მლ 2101განსაკუთრებული ფასი 24,90 GEL რეგულარული ფასი 41,50 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Vita დამატენიანებელი ამპულა 30 მლ 0067განსაკუთრებული ფასი 43,18 GEL რეგულარული ფასი 71,97 GEL
- Lirene - ლირენე სახის შრატი Bubble 9410განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Payot - პაიო LISSE დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3230განსაკუთრებული ფასი 105,12 GEL რეგულარული ფასი 175,21 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account