სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი მათეთრებელი 5284განსაკუთრებული ფასი 7,95 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი საზამთრო 9886განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- დამატენიანებელი კრემი Tea Tree 60 მლ 4308 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 38,50 GEL
- გამწმენდი ზეთი ლავანდა 150 მლ 2117 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- შრატი MILKY 9813 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 29,50 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი კრემი 7499განსაკუთრებული ფასი 38,75 GEL რეგულარული ფასი 77,50 GEL
- A'pieu - აპიუ თუთა ნაჭრის ნიღაბი 1636განსაკუთრებული ფასი 4,33 GEL რეგულარული ფასი 8,67 GEL
- სახის კრემი Kalamansi 50 მლ 0876 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- გამწმენდი ქაფი 200 მლ 8696 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 27,25 GEL რეგულარული ფასი 54,50 GEL
- A'pieu - აპიუ Yogurt ნაჭრის ნიღაბი ვაშლი 1147განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- ესენცია Tea Tree 50 მლ 4261 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი ყავა 0285განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი აღმდგენი გელი 3921განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი ნესვი 9893განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი ამპულა 2284განსაკუთრებული ფასი 38,95 GEL რეგულარული ფასი 77,90 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი ღამის ნიღაბი 1443განსაკუთრებული ფასი 27,45 GEL რეგულარული ფასი 54,90 GEL
- ღრმად გამწმენდი ქაფი 0721 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი კრემ-გელი 8640განსაკუთრებული ფასი 38,29 GEL რეგულარული ფასი 76,58 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი ანანასი 7750განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account