სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Caudalie - კოდალი Vinoclean ქაფი 150 მლ 3075განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinoperfect გლიკოლის ნიღაბი 3281განსაკუთრებული ფასი 55,29 GEL რეგულარული ფასი 92,15 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი N 0503განსაკუთრებული ფასი 32,45 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალიურონის დასაბანი გელი 0133განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი 3D ლოკოკონა 3510განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ლიმონი 4736განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Teaology - თიოლოჯი White Tea დაბერების საწინააღმდეგო ნაჭრის ნიღაბი 0902განსაკუთრებული ფასი 10,38 GEL რეგულარული ფასი 17,30 GEL
- Sebamed - სებამედი სახის დამატენიანებელი კრემი Q10 50 მლ 9776განსაკუთრებული ფასი 25,30 GEL რეგულარული ფასი 50,61 GEL
- SVR - ესვიერი Physiopure მიცელარული ხსნარი 400 მლ 0255განსაკუთრებული ფასი 24,96 GEL რეგულარული ფასი 49,92 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN აღმდგენი შრატი პროპოლისით 0929განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Missha - მისშაTime Revolution ჰიდროგელის ნიღაბი 4026განსაკუთრებული ფასი 14,53 GEL რეგულარული ფასი 29,05 GEL
- სახის აღმდგენი გელი ლოკოკინის 45 მლ 2125 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION დღის კრემი 40 მლ 8662განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 33,00 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი შრატი C5 30 მლ 3980განსაკუთრებული ფასი 143,19 GEL რეგულარული ფასი 220,29 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account