სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 კრემი 40 მლ 0113განსაკუთრებული ფასი 107,40 GEL რეგულარული ფასი 179,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 შრატი 30 მლ 0021განსაკუთრებული ფასი 161,40 GEL რეგულარული ფასი 269,00 GEL
- Avene - ავენი აქტივ C ასაკ კრემი 50 მლ 3507განსაკუთრებული ფასი 123,90 GEL რეგულარული ფასი 177,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი პიგმენტური ლაქების მათეთრებელი დღის კრემი 40 მლ 2477განსაკუთრებული ფასი 59,10 GEL რეგულარული ფასი 118,20 GEL
- MISSHA - მისშა სახის კრემი ლაქების საწინააღმდეგო VITA C 30 მლ 3564განსაკუთრებული ფასი 58,00 GEL რეგულარული ფასი 116,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა ნეოტონი დეპიგმენტაციის შრატი 0362განსაკუთრებული ფასი 75,30 GEL რეგულარული ფასი 115,85 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი Vita C 4040განსაკუთრებული ფასი 6,26 GEL რეგულარული ფასი 12,52 GEL
- Missha - მისშა Vita C პიგმენტაციის საწინააღმდეგო ამპულა 30 მლ 3571განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Vitamin C ანტიოქსიდანტი 20 მლ 1065განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- გამწმენდი B3 Mela 200 მლ 0069 ლა როშ-პოზე - La Roche-Posayგანსაკუთრებული ფასი 91,77 GEL რეგულარული ფასი 152,95 GEL
- Missha - მისშა სახის დასაბანი ქაფი VITA C 120 მლ 3479განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Payot - პაიო Supreme Jeunesse დღის კრემი 8397განსაკუთრებული ფასი 210,25 GEL რეგულარული ფასი 350,41 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Arbutin ლაქების სამკურნალო 1157განსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 132,00 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი მანდარინი 7729განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ თუთა აკნეს კრემი 7639განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- A'pieu - აპიუ ჩაის ხის დასაბანი ქაფი 0485განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 38,50 GEL
- Vichy - ვიში CS ფლუიდი SPF50 40 მლ 2298განსაკუთრებული ფასი 64,50 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- Missha - მისშა Bee Pollen ამპულა ნიღაბი 4071განსაკუთრებული ფასი 9,02 GEL რეგულარული ფასი 18,03 GEL
- ლოკალური შრატი Tea Tree 8 მლ 4254 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 14,00 GEL რეგულარული ფასი 28,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account