სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 43,02 GEL რეგულარული ფასი 86,03 GEL
- Payot - პაიო Roselift გამამკვრივებელი შრატი 5838განსაკუთრებული ფასი 159,21 GEL რეგულარული ფასი 265,35 GEL
- Payot - პაიო Grise ორფაზიანი პუდრი-ლოსიონი 9959განსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ჰიალურონის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0446განსაკუთრებული ფასი 29,43 GEL რეგულარული ფასი 58,85 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი რეტინოლის ასაკობრივი შრატი 0309განსაკუთრებული ფასი 36,93 GEL რეგულარული ფასი 73,85 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ბუსტერი-შრატი 8 ვიტამინით 30 მლ 0163განსაკუთრებული ფასი 27,93 GEL რეგულარული ფასი 55,85 GEL
- Payot - პაიო Source დამატენიანებელი შრატი 9164განსაკუთრებული ფასი 100,20 GEL რეგულარული ფასი 167,01 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ანტიასაკობრივი ფლუიდი 40 მლ 4020განსაკუთრებული ფასი 48,56 GEL რეგულარული ფასი 121,40 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის გლოსი Watermelon 6652განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის სკრაბი Watermelon 6690განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია დამამშვიდებელი მიცელარული წყალი 390 მლ 0025განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი მიცელარული წყალი 250 მლ 0295განსაკუთრებული ფასი 26,30 GEL რეგულარული ფასი 40,46 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები HYALU კრემი კოლაგენი + B3 3723განსაკუთრებული ფასი 95,01 GEL რეგულარული ფასი 190,01 GEL
- მისტი Hyalugen 100 მლ 5560 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- ტონერი Hyalugen 130 მლ 5515 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Lierac - ლიერაკი Lift Integral შრატი ბუსტერი 30 მლ 2176განსაკუთრებული ფასი 125,58 GEL რეგულარული ფასი 209,30 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account