სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი BUBBLE ქაფი 3137განსაკუთრებული ფასი 23,25 GEL რეგულარული ფასი 46,50 GEL
- A'pieu - აპიუ Yogurt ნაჭრის ნიღაბი მანგო 1154განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი მათეთრებელი 5284განსაკუთრებული ფასი 7,95 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- A'pieu - აპიუ Yogurt ნაჭრის ნიღაბი მარწყვი 1130განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ ღამის ნიღაბი 7928განსაკუთრებული ფასი 18,06 GEL რეგულარული ფასი 36,13 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი კრემი 7499განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 77,50 GEL
- სახის კრემი Kalamansi 50 მლ 0876 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი ზეთი 4394განსაკუთრებული ფასი 23,00 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- გამწმენდი ზეთი ჟასმინი 150 მლ 2100 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი ყავა 0285განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი მკვებავი 3403განსაკუთრებული ფასი 7,95 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი ნესვი 9893განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი ღამის ნიღაბი 1443განსაკუთრებული ფასი 27,45 GEL რეგულარული ფასი 54,90 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი ანანასი 7750განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი კრემ-გელი 8640განსაკუთრებული ფასი 30,63 GEL რეგულარული ფასი 76,58 GEL
- A'pieu - აპიუ მიცელარული წყალი 330 მლ 6874განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account