სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Avene - ავენი სიკალფატი+ აღმდგენი შრატი 10 მლ 3613განსაკუთრებული ფასი 30,80 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი ბალზამი AP+M 75 მლ 6586განსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 43,50 GEL
- Avene - ავენი ქლინანს ნიღაბი მატირების ეფექტით 0438განსაკუთრებული ფასი 13,30 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Heath - ჰისი სახის აღმდგენი შრატი 30 მლ 7121განსაკუთრებული ფასი 31,98 GEL რეგულარული ფასი 63,95 GEL
- Heath - ჰისი სახის დამატენიანებელი კრემი 100 მლ 2346განსაკუთრებული ფასი 30,42 GEL რეგულარული ფასი 60,85 GEL
- Heath - ჰისი გაპარსვის შემდგომი აღმდგენი 100 მლ 2353განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Avene - ავენი დამატენიანებელი კრემ-ნიღაბი 50 მლ 2357განსაკუთრებული ფასი 53,20 GEL რეგულარული ფასი 76,00 GEL
- ტოლერიანი კონცენტრატი Kerium 40 მლ 93626 ლა როშ-პოზე - La Roche Posayგანსაკუთრებული ფასი 71,34 GEL რეგულარული ფასი 118,90 GEL
- სიწითლის კრემი Hydragenist 0938 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 62,00 GEL რეგულარული ფასი 124,00 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0615 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,35 GEL რეგულარული ფასი 22,70 GEL
- სახის კანის დამატენიანებელი სპრეი მცენარეული 7300 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი ზეთი 400 მლ 6764განსაკუთრებული ფასი 55,58 GEL რეგულარული ფასი 92,63 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0516 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- დამატენიანებელი ფლუიდი 3*1 Vagues 75 მლ 1265 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- სახის კრემი დამარბილებელი 7911 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 14,43 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- კრემი Jardin Marin Protective 50 მლ 1630 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- დამატენიანებელი ძალიან მშრალი კანისთვის 473 მლ 7395 ცერავე - CeraVeგანსაკუთრებული ფასი 45,57 GEL რეგულარული ფასი 75,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე Kerium DS კრემი 40 მლ 1793განსაკუთრებული ფასი 71,28 GEL რეგულარული ფასი 118,80 GEL
- Avene - ავენი სიკალფატი დასაბანი გელი 200 მლ 0261განსაკუთრებული ფასი 43,40 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Ducray - დუკრე Keracnyl ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანის დასაბანი გელი 200 მლ 1351განსაკუთრებული ფასი 36,40 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account