სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ჩაის ხის ტონერი 150 მლ 7798 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 48,01 GEL რეგულარული ფასი 80,02 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 100 მლ 2200განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- კრემი Cicabio SPF50 40 მლ 0088 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა SENSIBIO გამწმენდი რძე 250მლ 673625განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა რუბორილ ექსპერტ S სიწთლის საწინააღმდეგო კრემი 0013განსაკუთრებული ფასი 49,74 GEL რეგულარული ფასი 82,90 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა ურელია ტანისა და თმის დასაბანი ექსფოლიანტ გელი 1850განსაკუთრებული ფასი 43,89 GEL რეგულარული ფასი 73,15 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი SENSIFINE AR 40 მლ 7872განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Uriage - ურიაჟი თერმული წყალი 300 მლ სპრეი 0522განსაკუთრებული ფასი 27,27 GEL რეგულარული ფასი 45,45 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა ურელია 10 კრემი 521621განსაკუთრებული ფასი 52,77 GEL რეგულარული ფასი 87,95 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სუავი გელი 40 მლ 0348განსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Ziaja - ზიაია თვალის გარშემო შრატი ლიფტინგის ეფექტით 1683განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio გამწმენდი მიცელარული წყალი 100 მლ 1157განსაკუთრებული ფასი 13,00 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio გამწმენდი რძე 250 მლ 4295განსაკუთრებული ფასი 29,00 GEL რეგულარული ფასი 58,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio გამწმენდი მიცელარული წყალი 250 მლ 4127განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio ლოსიონი 200 მლ 7748განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- SVR - ესვიერი PHYSIOPURE ტონიკი 200 მლ 1207განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- SVR - ესვიერი გამწმენდი რძე PHYSIOPURE 200 მლ 1085განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account