სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Esthederm - ესტედერმი Intensive AHA შრატი 30 მლ 4137განსაკუთრებული ფასი 79,38 GEL რეგულარული ფასი 132,30 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ქაფი პიგმენტური ლაქების 7010განსაკუთრებული ფასი 21,51 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Mizon - მიზონი გამწმენდი გელ-პილინგი ლიმონი 2415განსაკუთრებული ფასი 37,20 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Vitamin C ანტიოქსიდანტი 20 მლ 1065განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი ვიტილიგო ღამის კრემი 40 მლ 7117განსაკუთრებული ფასი 34,77 GEL რეგულარული ფასი 57,95 GEL
- SVR - ესვიერი Clairial შრატი 30 მლ 0753განსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 130,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი CC კრემი SPF50 50 მლ 4353განსაკუთრებული ფასი 82,86 GEL რეგულარული ფასი 138,10 GEL
- Missha - მისშა Bee Pollen ამპულა ნიღაბი 4071განსაკუთრებული ფასი 10,82 GEL რეგულარული ფასი 18,03 GEL
- Teaology - თიოლოჯი Vitamin C შრატი 15 მლ 0834განსაკუთრებული ფასი 35,59 GEL რეგულარული ფასი 59,32 GEL
- Mizon - მიზონი შრატი ვიტამინი C 30 მლ 1449განსაკუთრებული ფასი 77,40 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- A'pieu - აპიუ თუთა აკნეს ამპულა 7622განსაკუთრებული ფასი 45,01 GEL რეგულარული ფასი 75,01 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი გამწმენდი ტონიკი პიგმენტური ლაქებისთვის 7027განსაკუთრებული ფასი 21,51 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Payot - პაიო Harmonie პიგმენტაციის SPF30 9882განსაკუთრებული ფასი 108,78 GEL რეგულარული ფასი 181,30 GEL
- Esthederm - ესტედერმი Intensive Vitamin C სახის შრატი 10 მლ 0543განსაკუთრებული ფასი 58,96 GEL რეგულარული ფასი 98,27 GEL
- Lirene - ლირენე გამაღიავებელი კრემ-გელი 2954განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო კრემი 7058განსაკუთრებული ფასი 32,31 GEL რეგულარული ფასი 53,85 GEL
- Payot - პაიო Grise შრატი Anti-imperfections 5180განსაკუთრებული ფასი 88,98 GEL რეგულარული ფასი 148,30 GEL
- Payot - პაიო Pate Grise ღამის ნიღაბი 5258განსაკუთრებული ფასი 104,19 GEL რეგულარული ფასი 173,65 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account