სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სუავი გელი 40 მლ 0348განსაკუთრებული ფასი 23,40 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ლოსიონი 200 მლ 4871განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარ დუო ტონალური კრემი 8451განსაკუთრებული ფასი 63,24 GEL რეგულარული ფასი 105,40 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი სპრეი B5 35742განსაკუთრებული ფასი 58,16 GEL რეგულარული ფასი 96,93 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარ დუო SPF30 40 მლ 49493განსაკუთრებული ფასი 51,74 GEL რეგულარული ფასი 86,23 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი მსუბუქი დამატენიანებელი 31638განსაკუთრებული ფასი 83,85 GEL რეგულარული ფასი 139,75 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი Madecassoside 6600განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Missha - მისშა სახის დასაბანი ქაფი VITA C 120 მლ 3479განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Payot - პაიო Supreme Jeunesse დღის კრემი 8397განსაკუთრებული ფასი 210,25 GEL რეგულარული ფასი 350,41 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე Anti Pollution დეტოქს-გელი 150 მლ 0074განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Hemp სახის კრემი 60 მლ 4117განსაკუთრებული ფასი 37,42 GEL რეგულარული ფასი 74,83 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი I'm ალოე ნაჭრის ნიღაბი 2840განსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Egg ფორმის ბალმი 20 გ 6402განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Missha - მისშა Glow მისტი 80 მლ 6188განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი დასაბანი ქაფი 150 მლ 2111განსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account