სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში მაკიაჟის მოსაშორებელი ქაფი 150 მლ 1320980განსაკუთრებული ფასი 28,88 GEL რეგულარული ფასი 72,20 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი კრემ-გელი სახისა და სხეულისთვის 537308განსაკუთრებული ფასი 33,45 GEL რეგულარული ფასი 66,90 GEL
- SVR - ესვიერი Sebia გელ-მუსი 200 მლ 3396განსაკუთრებული ფასი 26,47 GEL რეგულარული ფასი 52,94 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის ლოსიონი მგრძნობიარე კანისთვის 410321განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Vichy - ვიში მაკიაჟის მოსაშორებელი რძე 3*1 ინტეგრალი 1319144განსაკუთრებული ფასი 41,60 GEL რეგულარული ფასი 83,20 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარი სახის გამწმენდი ლოსიონი პრობლემური კანისთვის 408159განსაკუთრებული ფასი 50,40 GEL რეგულარული ფასი 100,80 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე მიცელარული სითხე ულტრა 528092განსაკუთრებული ფასი 36,45 GEL რეგულარული ფასი 72,90 GEL
- SVR - ესვიერი მიცელარული წყალი SENSIFINE AR 200 მლ 7896განსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Soskin - სოსკინი მიცელარული გელი 100მლ 9211განსაკუთრებული ფასი 11,50 GEL რეგულარული ფასი 23,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე როზალიაკ მიცელარული გელი 0269განსაკუთრებული ფასი 59,60 GEL რეგულარული ფასი 119,20 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 100 მლ 6847განსაკუთრებული ფასი 49,86 GEL რეგულარული ფასი 99,72 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე გამწმენდი ქაფი 1524განსაკუთრებული ფასი 17,97 GEL რეგულარული ფასი 35,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარი სახის დასაბანი გელი პრობლემური კანისთვის 411083განსაკუთრებული ფასი 32,80 GEL რეგულარული ფასი 65,60 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე მიცელარული ხსნარი მაკიაჟის მოსაშორებლად 410338განსაკუთრებული ფასი 38,90 GEL რეგულარული ფასი 77,80 GEL
- CeraVe - ცერავე გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის 236 მლ 7197განსაკუთრებული ფასი 21,56 GEL რეგულარული ფასი 43,11 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი ლოსიონი მშრალი კანისთვის 236 მლ 7210განსაკუთრებული ფასი 30,48 GEL რეგულარული ფასი 60,95 GEL
- SVR - ესვიერი გელ-მუსანტი SEBIACLEAR 200 მლ 2617განსაკუთრებული ფასი 26,50 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account