სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო Grise ორფაზიანი პუდრი-ლოსიონი 9959განსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Lirene - ლირენე დამატენიანებელი გელ-ზეთი 28117განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Nippes Solingen - ნიპეს ზოლინგენი ფერისმჭამელის მოსაცილებელი 10განსაკუთრებული ფასი 9,80 GEL რეგულარული ფასი 19,60 GEL
- SVR - ესვიერი ანტიოქსიდანტი SPF30 Ampoule Protect 30 მლ 1170განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი THE ORIGINALS Proteos ლიპოსომა 10 ამპულა 5105განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის სპრეი SPF50 49530განსაკუთრებული ფასი 68,70 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის სახის ლიფტინგ ემულსია 1562განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Vitamin C ანტიოქსიდანტი 20 მლ 1065განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Mizon - მიზონი Original ესენცია 80 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 კოლაგენის ამპულა 50მლ 2781განსაკუთრებული ფასი 56,91 GEL რეგულარული ფასი 94,85 GEL
- Missha - მისშა Vita C პიგმენტაციის საწინააღმდეგო ამპულა 30 მლ 3571განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია ამპულა 50 მლ 1835განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebiaclear ამპულა Flash 30 მლ 2450განსაკუთრებული ფასი 67,20 GEL რეგულარული ფასი 112,00 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ ტონერი 120 მლ 4044განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Caudalie - კოდალი Resveratrol Instant Firming 30 მლ 4240განსაკუთრებული ფასი 111,00 GEL რეგულარული ფასი 185,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish სამკურნალო პლასტირი 44 ცალი 53146განსაკუთრებული ფასი 10,50 GEL რეგულარული ფასი 17,50 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ფოტო დაბერების საწინააღმდეგო 10 ამპულა PLATINUM 5372განსაკუთრებული ფასი 77,50 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი + სახის ტონერი 3454განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ლოსიონი 200 მლ 4871განსაკუთრებული ფასი 42,25 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- მისტი Hyalugen 100 მლ 5560 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account