სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Avene - ავენი ქლინანს ცხიმიანი კანის გელი 6394განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Avene - ავენი ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი 50მლ 3408განსაკუთრებული ფასი 121,80 GEL რეგულარული ფასი 174,00 GEL
- Avene - ავენი აქტივ C ასაკ კრემი 50 მლ 3507განსაკუთრებული ფასი 123,90 GEL რეგულარული ფასი 177,00 GEL
- Avene - ავენი დამატენიანებელი კრემი 40 მლ 6280/0132/0891განსაკუთრებული ფასი 53,90 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Avene - ავენი ტოლერანს კრემი 40 მლ 8801განსაკუთრებული ფასი 67,20 GEL რეგულარული ფასი 96,00 GEL
- Avene - ავენი დამატენიანებელი კრემი Hydrance 40 მლ 6297განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- ქლინანს პილინგის კრემი 40 მლ 5365 ავენი - Aveneგანსაკუთრებული ფასი 61,60 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- Avene - ავენი კრემი ნაოჭების ღამის 40 მლ 3200განსაკუთრებული ფასი 116,20 GEL რეგულარული ფასი 166,00 GEL
- Avene - ავენი კრემი ჰიალურონით 40 მლ 3170განსაკუთრებული ფასი 120,40 GEL რეგულარული ფასი 172,00 GEL
- Avene - ავენი XeraCalm ბალზამი 200 მლ 5082განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Avene - ავენი ტოლერანს ბალზამი Tolerance 40 მლ 8856განსაკუთრებული ფასი 67,20 GEL რეგულარული ფასი 96,00 GEL
- Avene - ავენი Tolerance ჰიდრა კრემი 40 მლ 8336განსაკუთრებული ფასი 64,40 GEL რეგულარული ფასი 92,00 GEL
- Avene - ავენი დამატენიანებელი ემულსია Hydrance 40 მლ 6310/8788განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Avene - ავენი მკვებავი კრემი 9402განსაკუთრებული ფასი 84,70 GEL რეგულარული ფასი 121,00 GEL
- Avene - ავენი სახის დამატენიანებელი გელი 3493განსაკუთრებული ფასი 69,30 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Avene - ავენი დამატენიანებელი კრემი ნორმალური კანისათვის 40 მლ 6303/0884/8962განსაკუთრებული ფასი 53,90 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Avene - ავენი ქლინანს კანის სიგლუვე ღამის კრემი 5589განსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Avene - ავენი ქლინანს დღის ემულსია 40 მლ 0521განსაკუთრებული ფასი 46,20 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Avene - ავენი დამამშვიდებელი კრემი Cleanance Hydra 40 მლ 0891განსაკუთრებული ფასი 48,30 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account