სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე 500 მლ 1830განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა SEBIUM საპონი 100გ 1082განსაკუთრებული ფასი 36,50 GEL რეგულარული ფასი 73,00 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი გელი ღრმა წმენდისთვის 414067განსაკუთრებული ფასი 41,93 GEL რეგულარული ფასი 83,86 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი მიცელარული წყალი 250 მლ 1112განსაკუთრებული ფასი 37,25 GEL რეგულარული ფასი 74,50 GEL
- Lirene - ლირენე სახის პილინგი 3419განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- SVR - ესვიერი გამწმენდი SEBIACLEAR MICRO-PEEL 150 მლ 1590განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Mizon - მიზონი BSA შავი წერტილების ესენცია 53696განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 კოლაგენი Bubble გამწმენდი 150მლ 0558განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Uriage - ურიაჟი ისეაკი გამწმენდი გელი 150 მლ 0973განსაკუთრებული ფასი 26,25 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- Soskin - სოსკინი გამწმენდი ლოსიონი 250 მლ 0584განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 6935განსაკუთრებული ფასი 13,00 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა სახის პილინგი 29687განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი ლოსიონი 200 მლ 320751განსაკუთრებული ფასი 38,80 GEL რეგულარული ფასი 77,60 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მიცელარული წყალი ცხიმიანი კანისთვის 4488განსაკუთრებული ფასი 20,20 GEL რეგულარული ფასი 50,50 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი მიცელარული სითხე მაკიაჟის მოსაშორებლად 1323257განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Sebamed - სებამედი გამწმენდი ლოსიონი ცხიმიანი კანის 150 მლ 5049განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account