სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი ალოე 3311განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის რძე + ტონიკი 8374განსაკუთრებული ფასი 15,98 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი რძე 200 მლ 2074განსაკუთრებული ფასი 31,82 GEL რეგულარული ფასი 53,03 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი გელი ალოე 7294განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- მაკიაჟის მოსაშორებელი რძე 3 In 1 7702 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი კიტრი 4533განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე გამწმენდი ტონიკი 8018განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი ტონერი Bubble 9618განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე მაკიაჟის მოსაშორებელი რძე 7195განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- მიცელარული წყალი Cica 150 მლ 8313 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 10,28 GEL რეგულარული ფასი 20,55 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის და თვალის გამწმენდი 400 მლ 3214განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Nuxe - ნუქსი სახის და ტანის გამწმენდი გელი reve de miel 400 მლ 4063განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის და თვალის გამწმენდი რძე 200 მლ 2910განსაკუთრებული ფასი 21,50 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი DUNES ლოსიონი 200 მლ 9976განსაკუთრებული ფასი 22,75 GEL რეგულარული ფასი 45,50 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel ტონიკი 200 მლ 0763განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთი ROSE 7348 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 10,92 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- თვალის კრემი და გამწმენდი 7530 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 99,50 GEL რეგულარული ფასი 199,00 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის რძე + ტონერი 200 მლ 2205განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ორფაზიანი 7171განსაკუთრებული ფასი 13,43 GEL რეგულარული ფასი 26,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account