სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე Substiane კრემი ნორმალური და მშრალი კანისთვის 2592განსაკუთრებული ფასი 149,77 GEL რეგულარული ფასი 249,61 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი კრემი 7499განსაკუთრებული ფასი 38,75 GEL რეგულარული ფასი 77,50 GEL
- Avene - ავენი მიცელარული 400 მლ 0179განსაკუთრებული ფასი 48,30 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის შრატი 4242განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ კრემი 35 მლ 4662განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC ტონერი 150 მლ 3801განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე Anti Pollution დეტოქს-გელი 150 მლ 0074განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი ფიტოსოლუშენი გელი 400 მლ 3083განსაკუთრებული ფასი 69,93 GEL რეგულარული ფასი 99,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დერმალერგო კრემი 40 მლ 7614განსაკუთრებული ფასი 89,34 GEL რეგულარული ფასი 148,90 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი გელი ალოე 7294განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Floria ქაფი 150 მლ 6616განსაკუთრებული ფასი 42,82 GEL რეგულარული ფასი 85,63 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის კრემი 6935განსაკუთრებული ფასი 55,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Missha - მისშა CICA დასაბანი ქაფი 150 მლ 6197განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Missha - მისშა Bee Pollen ამპულა ნიღაბი 4071განსაკუთრებული ფასი 9,02 GEL რეგულარული ფასი 18,03 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account