სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ღაბაბის 4520განსაკუთრებული ფასი 6,00 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinoclean გამწმენდი ტონიკი 200 მლ 3151განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Mizon - მიზონი სახის კრემი კოლაგენი გამამკვრივებელი 50 მლ 1661განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra კრემ-ბალზამი 8743განსაკუთრებული ფასი 56,85 GEL რეგულარული ფასი 113,70 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Panda ღამის ნიღაბი 50 გ 4067განსაკუთრებული ფასი 28,77 GEL რეგულარული ფასი 57,54 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ჰიალურონის Toner Pads 8682განსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- დეტოქს ნიღაბი 4349 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 52,80 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი SPF50+ 40 მლ 5010 ტოპიკრემი - Topicremგანსაკუთრებული ფასი 41,75 GEL რეგულარული ფასი 83,50 GEL
- Uriage - ურიაჟი ტუჩის სტიკი 4გ. 4421განსაკუთრებული ფასი 15,87 GEL რეგულარული ფასი 26,45 GEL
- ღამის სახის კრემი ვიტამინი C 50 მლ 1024 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 13,77 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- ნაკრები ტუჩის სკრაბი და გლოსი 6770 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 16,17 GEL რეგულარული ფასი 26,95 GEL
- ესენცია ტონერი CICAA 100 მლ 0489 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 39,76 GEL რეგულარული ფასი 56,80 GEL
- დასაბანი Hydra 150 მლ 8980 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- ლიფტინგი კრემი 2053 ემბრიოლისი - Embryolisseგანსაკუთრებული ფასი 79,30 GEL რეგულარული ფასი 122,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე თერმული წყალ–სპრეი 150 მლ 04397განსაკუთრებული ფასი 24,34 GEL რეგულარული ფასი 37,45 GEL
- Sebamed - სებამედი სახის გამწმენდი გელი ნორმალური და მშრალი კანისთვის 1962განსაკუთრებული ფასი 15,44 GEL რეგულარული ფასი 30,87 GEL
- Sebamed - სებამედი დასაბანი საშუალება ზეთისხილით 0422განსაკუთრებული ფასი 7,05 GEL რეგულარული ფასი 14,10 GEL
- Vichy - ვიში PT პილინგი სახის 75 მლ 8896განსაკუთრებული ფასი 77,88 GEL რეგულარული ფასი 119,81 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account