სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი Artemisia 4057განსაკუთრებული ფასი 6,92 GEL რეგულარული ფასი 11,54 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte გამწმენდი ქაფი კაკაო 6341განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 85,96 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- ნაჭრის ნიღაბი Jeju ლოტუსი 5485 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის ღამის კრემი 4266განსაკუთრებული ფასი 46,13 GEL რეგულარული ფასი 76,88 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი Men HYDRA 4280განსაკუთრებული ფასი 3,00 GEL რეგულარული ფასი 4,99 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი Men Fresh 4303განსაკუთრებული ფასი 3,00 GEL რეგულარული ფასი 4,99 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი GRAPE 2373განსაკუთრებული ფასი 17,31 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი DA სახის კრემი 40 მლ 4556განსაკუთრებული ფასი 34,55 GEL რეგულარული ფასი 69,10 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ნაჭრის ნიღაბი ალოე 4488განსაკუთრებული ფასი 8,99 GEL რეგულარული ფასი 14,98 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean ტონერი 120 მლ 4372განსაკუთრებული ფასი 35,94 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean დასაბანი გელი 100 მლ 4501განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ტონერი 120 მლ 4457განსაკუთრებული ფასი 35,94 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მზისგან დამცავი კრემი SPF50 4907განსაკუთრებული ფასი 42,48 GEL რეგულარული ფასი 84,95 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish spot სამკურნალო 19 მლ 3399განსაკუთრებული ფასი 27,06 GEL რეგულარული ფასი 45,11 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ტუჩის ბალზამი ოლივა 1616განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი გამაღიავებელი კონცენტრატი 7065განსაკუთრებული ფასი 32,91 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- Lea - ლეა გელ-ექსფოლიანტი CARBON 150 მლ 4936განსაკუთრებული ფასი 13,85 GEL რეგულარული ფასი 23,09 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი ვიტილიგო დღის კრემი 75 მლ 7018განსაკუთრებული ფასი 41,37 GEL რეგულარული ფასი 68,95 GEL
- Missha - მისშა Artemisia დამატენიანებელი კრემი 50 მლ 1842განსაკუთრებული ფასი 75,00 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account