სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Heath - ჰისი გაპარსვის შემდგომი აღმდგენი 100 მლ 2353განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე 50 მლ 1058განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე დამატენიანებელი კრემი ალოე და მწვანე ჩაი 0004განსაკუთრებული ფასი 7,59 GEL რეგულარული ფასი 15,18 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი ალოეთი 200 მლ 10005განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ალოე 4743განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე მშრალი კანისთვის 50 მლ 10142განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი I'm ალოე ნაჭრის ნიღაბი 2840განსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე Natural 100 მლ 0082განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Essence - ესენსი ჰიდროგელი HELLO 48 საათი 7092განსაკუთრებული ფასი 11,22 GEL რეგულარული ფასი 14,02 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი გელი ალოე 7294განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Missha - მისშა CICA დასაბანი ქაფი 150 მლ 6197განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი კრემი ალოე 7256განსაკუთრებული ფასი 10,92 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Vita დამატენიანებელი ამპულა 30 მლ 0067განსაკუთრებული ფასი 35,98 GEL რეგულარული ფასი 71,97 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი რძე ალოეთი 200 მლ 13310განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- Sebamed - სებამედი VISIO ცხიმიანი კანის დამატენიანებელი გელი 50 მლ 1773განსაკუთრებული ფასი 20,31 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ალოე 9515განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account