სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა BEE POLLEN სახის კრემი 0936განსაკუთრებული ფასი 47,00 GEL რეგულარული ფასი 94,00 GEL
- MISSHA - მისშა სახის კრემი ლაქების საწინააღმდეგო VITA C 30 მლ 3564განსაკუთრებული ფასი 58,00 GEL რეგულარული ფასი 116,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra გელ-კრემი 8705განსაკუთრებული ფასი 55,65 GEL რეგულარული ფასი 111,29 GEL
- დამატენიანებელი კრემი Bee Pollen 1048 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- დამატენიანებელი კრემი Time Revolution The First Essence 2024 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Missha - მისშა Time Revolution 5X კრემი 50 მლ 2048განსაკუთრებული ფასი 67,47 GEL რეგულარული ფასი 134,95 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის კრემი 6935განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia დამატენიანებელი კრემი 50 მლ 1842განსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Missha - მისშა Time Revolution 2X კრემი 50 მლ 2528განსაკუთრებული ფასი 77,50 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ჰიალურონის კრემი 70 მლ 8699განსაკუთრებული ფასი 56,50 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra კრემ-ბალზამი 8743განსაკუთრებული ფასი 56,85 GEL რეგულარული ფასი 113,70 GEL
- Missha - მისშაკრემი Chogongjin 60 მლ 0103განსაკუთრებული ფასი 83,97 GEL რეგულარული ფასი 209,92 GEL
- Missha - მისშა TIME REVOLUTION RED კრემი7057განსაკუთრებული ფასი 55,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Missha - მისშა CICA დამატენიანებელი კრემი 2160განსაკუთრებული ფასი 48,08 GEL რეგულარული ფასი 96,16 GEL
- Missha - მისშაTime Revolution კრემი 4019განსაკუთრებული ფასი 70,11 GEL რეგულარული ფასი 140,22 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account