სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი გამწმენდი ქაფი Rice 150 მლ 2729განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Payot - პაიო NUE გამწმენდი ქაფი 150 მლ 8280განსაკუთრებული ფასი 67,80 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Lirene - სახის დასაბანი გელი-პილინგი პიტნა 3619განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ქაფი პიგმენტური ლაქების 7010განსაკუთრებული ფასი 21,51 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Lirene - ლირენე გამწმენდი ქაფი CICA Make Me Soft 3211განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- ელეგანტ გლიკოლაით მაქსი 60მლგანსაკუთრებული ფასი 12,63 GEL რეგულარული ფასი 17,54 GEL
- Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECU გამწმენდი ქაფი 120 მლ 9501განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel გამწმენდი გელი 200 მლ 0071განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Essence - ესენსი Santa მაკიაჟის მოსაშორებელი 01 7226განსაკუთრებული ფასი 12,09 GEL რეგულარული ფასი 15,12 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ვარდისფერი თიხა U20 9115განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Mizon - მიზონი მკვებავი დასაბანი ზეთი 150 მლ 4112განსაკუთრებული ფასი 50,92 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Mizon - მიზონი სკრაბი ლოკოკინა 40 ცალი 4204განსაკუთრებული ფასი 47,92 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Mizon - მიზონი გამწმენდი ქაფი ფორების 2736განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Perolite - პეროლაით პლიუსი საპონი 75მგგანსაკუთრებული ფასი 14,22 GEL რეგულარული ფასი 19,75 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე Anti Pollution დეტოქს-გელი 150 მლ 0074განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Payot - პაიო Grise დასაბანი გელი 200 მლ 5159განსაკუთრებული ფასი 46,07 GEL რეგულარული ფასი 76,78 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ქაფი ACAI 6488განსაკუთრებული ფასი 7,46 GEL რეგულარული ფასი 14,91 GEL
- Mizon - მიზონი სკრაბი ჰიალურონის 40 ცალი 4228განსაკუთრებული ფასი 47,92 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Lea - ლეა გელ-ექსფოლიანტი CARBON 150 მლ 4936განსაკუთრებული ფასი 11,54 GEL რეგულარული ფასი 23,09 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი 150 მლ 3411განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account