სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ SPF 30 9124განსაკუთრებული ფასი 95,40 GEL რეგულარული ფასი 190,80 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი BIOTIC PEPTI 50 მლ 1194განსაკუთრებული ფასი 85,88 GEL რეგულარული ფასი 171,77 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ C შრატი 30 მლ 0401განსაკუთრებული ფასი 74,00 GEL რეგულარული ფასი 148,00 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ A გომაჟ-ლიფტინგი 0951განსაკუთრებული ფასი 50,40 GEL რეგულარული ფასი 126,00 GEL
- SVR - ესვიერი ტუჩის ბალზამი TOPIALYSE 4 გ 1903განსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი BIOTIC HYALU 50 მლ 1200განსაკუთრებული ფასი 85,88 GEL რეგულარული ფასი 171,77 GEL
- Payot - პაიო Supreme Jeunesse დღის კრემი 8397განსაკუთრებული ფასი 210,25 GEL რეგულარული ფასი 350,41 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი ფიტოსოლუშენი გელი 400 მლ 3083განსაკუთრებული ფასი 49,95 GEL რეგულარული ფასი 99,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სკრაბი მგრძნობიარე კანისთვის 50 მლ 11403განსაკუთრებული ფასი 48,74 GEL რეგულარული ფასი 97,47 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დერმალერგო კრემი 40 მლ 7614განსაკუთრებული ფასი 74,45 GEL რეგულარული ფასი 148,90 GEL
- Lierac - ლიერაკი Lift Integral კონცენტრატი ამპულა 9021განსაკუთრებული ფასი 71,95 GEL რეგულარული ფასი 119,92 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი ROSE 15 მლ 7178განსაკუთრებული ფასი 18,66 GEL რეგულარული ფასი 31,11 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე სახის კრემი დამატენიანებელი 50 მლ 3167განსაკუთრებული ფასი 27,49 GEL რეგულარული ფასი 54,99 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მიცელარული წყალი ცხიმიანი კანისთვის 4488განსაკუთრებული ფასი 20,20 GEL რეგულარული ფასი 50,50 GEL
- SVR - ესვიერი Densitium კრემი 50 მლ 1941განსაკუთრებული ფასი 84,90 GEL რეგულარული ფასი 169,80 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე Anti Pollution დეტოქს-გელი 150 მლ 0074განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი სტიკი 2 ცალი 6225განსაკუთრებული ფასი 8,24 GEL რეგულარული ფასი 13,73 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account