სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- გამწმენდი ქაფი I'm ლიმონი 180 მლ 8115 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 24,27 GEL რეგულარული ფასი 48,53 GEL
- ტონიკი ORANGE 190 მლ 3212 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ტუჩის ბალმი 10 მლ 3 ცალი Cath Kidston 8173განსაკუთრებული ფასი 37,10 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Busy Bees ტუჩის კარაქი 20 მლ 4808განსაკუთრებული ფასი 18,20 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha დამატენიანებელი კრემი SPF20 4016განსაკუთრებული ფასი 77,40 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- Essence - ესენსი ტუჩის კარაქი COCOA 2057განსაკუთრებული ფასი 7,21 GEL რეგულარული ფასი 9,01 GEL
- SVR - ესვიერი Hydra კრემი 50 მლ 3228განსაკუთრებული ფასი 33,50 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ჰიალურონის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0446განსაკუთრებული ფასი 29,43 GEL რეგულარული ფასი 58,85 GEL
- Essence - ესენსი Emily in Paris ტუჩის ზეთი 01 8935განსაკუთრებული ფასი 8,66 GEL რეგულარული ფასი 10,83 GEL
- Essence - ესენსი Emily in Paris ტუჩის ბალმი 01 8928განსაკუთრებული ფასი 5,80 GEL რეგულარული ფასი 7,25 GEL
- Essence - ესენსი Chilly ტუჩის ნიღაბი 01 0907განსაკუთრებული ფასი 8,66 GEL რეგულარული ფასი 10,83 GEL
- Heath - ჰისი გაპარსვის შემდგომი აღმდგენი 100 მლ 2353განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი კრემი 5655განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Ginger სახის კრემი 30 მლ 5679განსაკუთრებული ფასი 26,40 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Presquile მბზინავი ნიღაბი 50 მლ 9525განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Oligo მიცელარული წყალი 200 მლ 0374განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი დასაბანი ზეთი 150 მლ 2080განსაკუთრებული ფასი 41,50 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის გლოსი Pineapple 6645განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის სკრაბი Watermelon 6690განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account