სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Sebamed - სებამედი სიწითლის საწინააღმდეგო მსუბუქი კრემი 50 მლ 6643განსაკუთრებული ფასი 28,65 GEL რეგულარული ფასი 47,75 GEL
- ტუჩის ზეთი hydra kis 03 1937 ესენსი - Essenceგანსაკუთრებული ფასი 8,68 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- ტუჩსაცხი Plumpfiller 02 2156 ესენსი - Essenceგანსაკუთრებული ფასი 8,68 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Sebamed - სებამედი სახის გამწმენდი გელი ნორმალური და მშრალი კანისთვის 1962განსაკუთრებული ფასი 18,52 GEL რეგულარული ფასი 30,87 GEL
- Sebamed - სებამედი დასაბანი საშუალება ზეთისხილით 0422განსაკუთრებული ფასი 8,46 GEL რეგულარული ფასი 14,10 GEL
- Sebamed - სებამედი ცხიმიანი კანის სკრაბი 4932განსაკუთრებული ფასი 16,54 GEL რეგულარული ფასი 27,56 GEL
- Sebamed - სებამედი ფერიმჭამელების გელი ფერით 10 მლ 7752განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Essence - ესენსი დისნეი სახის შრატი 01 1018განსაკუთრებული ფასი 15,14 GEL რეგულარული ფასი 18,93 GEL
- Sebamed - სებამედი ცხიმიანი კანის დასაბანი საშუალება 100 გრ 4974განსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 13,30 GEL
- Essence - ესენსი Ice Cream ტუჩის სკრაბი 01 1012განსაკუთრებული ფასი 7,20 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Sebamed - სებამედი ნაოჭების საწინააღმდეგო სახის კრემი Q10 დაცვა 7677განსაკუთრებული ფასი 31,18 GEL რეგულარული ფასი 51,97 GEL
- Sebamed - სებამედი VISIO მაკიაჟის მოსაშორებელი რძე 200 მლ 0213განსაკუთრებული ფასი 18,48 GEL რეგულარული ფასი 30,80 GEL
- Sebamed - სებამედი VISIO ცხიმიანი კანის დამატენიანებელი გელი 50 მლ 1773განსაკუთრებული ფასი 20,31 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
- Sebamed - სებამედი მიცელარული წყალი ნორმალური და მშრალი კანისთვის 200 მლ 3414განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Sebamed - სებამედი მიცელარული წყალი კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის 200 მლ 3438განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Sebamed - სებამედი სახის კრემი ძალიან მშრალი კანისთვის 5849განსაკუთრებული ფასი 22,68 GEL რეგულარული ფასი 37,80 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account