სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია ასაიას კენკრის სახის ტონიკი 2259განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი UV გაჯერებული 412622განსაკუთრებული ფასი 69,26 GEL რეგულარული ფასი 138,51 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი გაჯერებული 588225განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის სპრეი SPF50 49530განსაკუთრებული ფასი 57,25 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი აკნეს საწინააღმდეგო კრემი 30 მლ1409განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი მიცელარული წყალი 250 მლ 1112განსაკუთრებული ფასი 37,25 GEL რეგულარული ფასი 74,50 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა ურელია ტანისა და თმის დასაბანი ექსფოლიანტ გელი 1850განსაკუთრებული ფასი 36,57 GEL რეგულარული ფასი 73,15 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა მეტრორუბორილი AZ 0225განსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ვულკანური ნახშირითა და ზღვის წყალმცენარეებით 3696განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის დღის კრემი 50 მლ 2274განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა მკვებავი კრემი 50 მლ 3226განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - სახის დასაბანი გელი-პილინგი პიტნა 3619განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ასაია ბერის ექსტრაქტით 6529განსაკუთრებული ფასი 2,95 GEL რეგულარული ფასი 5,90 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST გელი დამატენიანებელი 4682განსაკუთრებული ფასი 72,45 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Pigmentbio მათეთრებელი კრემი ღამის 50 მლ 0089განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Pigmentbio მათეთრებელი კრემი 40 მლ 0072განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი ალოეთი 200 მლ 10005განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account