სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 შრატი 30 მლ 0021განსაკუთრებული ფასი 107,60 GEL რეგულარული ფასი 269,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი B5 SPF50 40 მლ 6940განსაკუთრებული ფასი 35,40 GEL რეგულარული ფასი 70,80 GEL
- Ziaja - ზიაია მიცელარული წყალი 390 მლ 0032განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Soskin - სოსკინი აღმდგენი კონცენტრატი 20 ამპულა 1925განსაკუთრებული ფასი 90,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- Missha - მისშა აკნეს საწინააღმდეგო პლასტირი N8 4483განსაკუთრებული ფასი 5,77 GEL რეგულარული ფასი 11,54 GEL
- SVR - ესვიერი ანტიოქსიდანტი SPF30 Ampoule Protect 30 მლ 1170განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი დამატენიანებელი კრემ-ფლუიდი 75 მლ 0813განსაკუთრებული ფასი 31,85 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Green Tea სახის სკრაბი 50 მლ 0049განსაკუთრებული ფასი 49,22 GEL რეგულარული ფასი 82,04 GEL
- Teaology - თიოლოჯი Bancha თმის, სახისა და ტანის ზეთი 2180განსაკუთრებული ფასი 54,82 GEL რეგულარული ფასი 91,37 GEL
- Teaology - თიოლოჯი Golden Matcha სახის ნიღაბი 100 მლ 5105განსაკუთრებული ფასი 53,64 GEL რეგულარული ფასი 89,40 GEL
- Uriage - ურიაჟი თერმული წყალი 300 მლ სპრეი 0522განსაკუთრებული ფასი 22,73 GEL რეგულარული ფასი 45,45 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სუავი გელი 40 მლ 0348განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე Lipikar მსუბუქი 200 მლ 49622განსაკუთრებული ფასი 37,20 GEL რეგულარული ფასი 74,40 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ C შრატი 30 მლ 0401განსაკუთრებული ფასი 74,00 GEL რეგულარული ფასი 148,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი შრატი 30 მლ 4824განსაკუთრებული ფასი 79,95 GEL რეგულარული ფასი 159,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account