Capila - კაპილა შამპუნი 100მლ

38,80 GEL
მარაგშია
SKU
61664_163
კაპილა შამპუნი 100მლ

Capila - ,,კაპილას’’ შამპუნი 100მლ

’’კაპილას’’ შამპუნი თმისა და კანის დაავადებების სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოიყენება ფსორიაზის, სებორეული დერმატიტის, ეგზემას, ატოპიური დერმატიტის, მქავანა დერმატოზების, სოკოვანი დაავადებების, თმის ცვენის, დემოდეკოზის, აკნეს, როზაცეისა და  ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ. 

შემადგენლობა:

  •     ხორბლის პროტეინი ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და ხელს უწყობს ამინომჟავების დაბალანსებას,  კვებავს და ატენიანებს როგორც კანს, ისე თმას.
  •     გოგირდს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას.
  •     ფიჭვის ფისს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, ამცირებს ქავილს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს კანის ცხიმოვან ბალანსს.
  •     B5 პროვიტამინი აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურასა და ტენიანობას, ამაგრებს თმის ძირებს, ამცირებს თმის ცვენის პროცესს, ხელს უშლის ბოლოჭამიების გაჩენას.
  •     სალიცილის მჟავა ამცირებს კანის აქერცვლას.

უკუჩვენებები:

 შამპუნის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 2 წლამდე ბავშვებისათვის, საჭიროა ექიმის რეკომენდაცია.

გამოყენების წესი: 

შამპუნი გამოიყენება კვირაში 2-3 ჯერ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე. შამპუნის მცირე ოდენობა დაიტანება თავის თმიან ნაწილსა და კანზე, 3-5 წუთის შემდეგ ჩამოიბანება თბილი წყლით.

შენახვის პირობები: 

ინახება არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე მძის სხივებისგან შორს.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy