თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- BIO-ROM - ბიორომი მკვდარი ზღვის ტალახის შამპუნი 300 მლ 42521განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- Ziaja - ზიაია შამპუნი ხორბალი ნორმალური თმისთვის 400 მლ 20172განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Elseve - ელსევე შამპუნი დაზიანებული თმისთვის 250მლ 3331განსაკუთრებული ფასი 9,78 GEL რეგულარული ფასი 11,50 GEL
- Kaypro - კეიპრო ხვეული თმის შამპუნი 350 მლ 8218განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო ხვეული თმის სპრეი 200 მლ 8249განსაკუთრებული ფასი 16,47 GEL რეგულარული ფასი 32,95 GEL
- Kaypro - კეიპრო მშრალი და დაზიანებული თმის ნიღაბი არგანის 500 მლ 8409განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
- Kaypro - კეიპრო აღმდგენი თმის შრატი კერატინით 100 მლ 8560განსაკუთრებული ფასი 17,48 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Kaypro - კეიპრო თმის საღებავი Caviar Supreme Extra 10.0 0068განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Palette - პალეტე თმის საღებავი A6 (7-2) 3677განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 9,99 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შამპუნი ცხიმიანი თმისთვის 250 მლ 8456განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია თმის ნიღაბი ოლივა ყველა ტიპის თმისთვის 200 მლ 27836განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- V-DRUF - ვიდრაფი შამპუნი120მლგანსაკუთრებული ფასი 29,26 GEL რეგულარული ფასი 30,80 GEL
- Boreal - ბორეალი სავარცხელი თმის სამაგრი 0011განსაკუთრებული ფასი 1,37 GEL რეგულარული ფასი 2,74 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account