თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- მოცულობისა და ფიქსაციის სპრეი 500 მლ 6604 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 17,91 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- პროფესიონალური შამპუნი კოფეინით 350 მლ 1761 ლილიენი - Lilienგანსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- შამპუნი სისუფთავე 380 მლ 5326 ქლეარი - Clearგანსაკუთრებული ფასი 17,82 GEL რეგულარული ფასი 20,97 GEL
- მზისგან დამცავი შამპუნი 300 მლ SOLAR 1272 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 20,97 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- მზისგან დამცავი ნიღაბი 300 მლ SOLAR 1258 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 22,11 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი შამპუნი რბილი PH5 500 მლ 2323განსაკუთრებული ფასი 26,00 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- Head & Shoulders - ჰედ ენდ შოლდერს შამპუნი 400 მლ 9919განსაკუთრებული ფასი 11,49 GEL რეგულარული ფასი 22,99 GEL
- Vichy - ვიში ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ნორმალური და ცხიმიანი თმისთვის 331290განსაკუთრებული ფასი 71,44 GEL რეგულარული ფასი 102,06 GEL
- Sunsilk - სანსილკი ბალზამი 350 მლ 5333/5812განსაკუთრებული ფასი 10,23 GEL რეგულარული ფასი 12,04 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account