თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- Ziaja - ზიაია შამპუნი მზესუმზირა 500 მლ 29021განსაკუთრებული ფასი 8,91 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Kaypro - კეიპრო შამპუნი ქიმიურად დამუშავებული თმისთვის 1000 მლ 3571განსაკუთრებული ფასი 27,48 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე თმის ნიღაბი ჩამობანის გარეშე 150 მლ 8418განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Kaypro - კეიპრო შეღებილი თმის ნიღაბი Caviar Supreme 500 მლ 8980განსაკუთრებული ფასი 15,98 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- Kaypro - კეიპრო შამპუნი ხშირი გამოყენებისთვის 1000მლ 8096განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Echosline - ეკოსლაინი კერატინის ნიღაბი 1000 მლ 7382განსაკუთრებული ფასი 28,19 GEL რეგულარული ფასი 56,37 GEL
- Be Visible - ბი ვიზიბალ Evolution 500 მლ 3673განსაკუთრებული ფასი 199,57 GEL რეგულარული ფასი 399,14 GEL
- Synergy - სინერჯი თმის საღებავი S17.0 6743განსაკუთრებული ფასი 12,81 GEL რეგულარული ფასი 25,62 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha თმის ნაკრები 2023 2944განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- BIO-ROM - ბიორომი მკვდარი ზღვის ტალახის შამპუნი 300 მლ 42521განსაკუთრებული ფასი 14,37 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- Kaypro - კეიპრო ნიღაბი ტონერი ლავანდა 300 მლ 0241განსაკუთრებული ფასი 12,52 GEL რეგულარული ფასი 25,04 GEL
- Kaypro - კეიპრო აღმდგენი თმის შრატი კერატინით 100 მლ 8560განსაკუთრებული ფასი 17,48 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Kaypro - კეიპრო თმის საღებავი Caviar Supreme Extra 10.0 0068განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Kaypro - კეიპრო თმის საღებავი Caviar Supreme 8.44 3945განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account