დეოდორანტები

დეოდორანტი არის პირადი ჰიგიენის პროდუქტი, რომელიც შექმნილია სხეულის სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. დეოდორანტი ურთიერთქმედებს სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან, ახშობს და ანეიტრალებს მას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს, როგორც სპრეის სახით ასევე, სტიკსა და ბურთულიანს. დეოდორანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ჰიგიენის დაცვასა და ყოველდღიურ რუტინაში, რაც უზრუნველყოფს თავდაჯერებულობასა და კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს შორის.
დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ემსახურება სხვადასხვა მიზანს პირადი ჰიგიენის დაცვის დროს. დეოდორანტი შექმნილია სხეულის სუნის გასაქრობად, ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი სუნის განეიტრალებით ან შენიღბვით. ის შეიცავს ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიების ზრდას და ეთერზეთებს, რათა შემცირდეს სუნი. დეოდორანტი არ ახდენს გავლენას წარმოქმნილი ოფლის რაოდენობაზე.
მეორეს მხრივ, ანტიპერსპირანტები შექმნილია ოფლიანობის შესამცირებლად, საოფლე ჯირკვლების დროებითი ბლოკირებით. ის შეიცავს ალუმინზე დაფუძნებულ ნაერთებს, როგორიცაა ალუმინის ქლოროჰიდრატი, რომელიც ქმნის საცობებს ოფლის სადინარებში და ამცირებს ოფლის რაოდენობას. ოფლის შემცირება ასევე ხელს უწყობს სხეულის სუნის შემცირებას, რადგან ნაკლები ტენიანობა ნიშნავს ბაქტერიების ნაკლებ ზრდას. ბევრი ბრენდი აერთიანებს დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ოფლის შემცირებას, ასევე სუნის კონტროლს.
შეარჩიე, 30–მდე ბრენდს შორის შენს სხეულზე მორგებული დეოდორანტი და შეინარჩუნე სისუფთავე მთელი დღის განმავლობაში.
დეოდორანტი სპრეი
დეოდორანტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, სპრეია. დეოდორანტი სპრეი არის მოსახერხებელი და სწრაფი საშუალება სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად. მთავარი უპირატესობა სწრაფად გაშრობა და გამაგრილებელი შეგრძნებაა. სურნელის მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკმაყოფილოს არ დატოვებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება სპრეი დეოდორანტების საფრთხის შემცველობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუ ცდილობ თავიდან აიცილო კანის გაღიზიანება და ხართ ალერგიული, შეარჩიე დეოდორანტები ალუმინის გარეშე. თუ როგორ შეარჩიო შენზე მორგებული ანტიპერსპირანტი, გაიგე ჩვენს ბლოგში.
ბურთულიანი დეოდორანტი
ბურთულიანი დეოდორანტები პოპულარობით სარგებლობს მათი გამოყენების სიმარტივის გამო. მომხმარებელს საშუალება აქვს დაიტანოს პროდუქტი კონკრეტულ ადგილებზე. Ამ ფორმის დეოდორანტები, უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასიამოვნო სუნს, რაც მათ უფრო საიმედოს ხდის. კომპაქტური შეფუთვა კი, მგზავრობისთვის მოსახერხებელ პროდუქტად აქცევს.
ბურთულიანი დეოდორანტები შეიცავს არომატიზატორებს, ეთერზეთებს და ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც შექმნილია სუნის ეფექტურად გასაკონტროლებლად და მომხმარებლის სასიამოვნო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. ისეთი ნივთიერებები კი, როგორიცაა გლიცერინი და ალოე ვერა, უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და დამშვიდებას.
საბოლოოდ, სპრეის, სტიკისა თუ ბურთულიან დეოდორანტებს შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია პირად პრეფერენციებზე. იშოპინგე PSP.GE-ზე და შეარჩიე შენს კანზე მორგებული პროდუქტი, რომელიც თავს გაგრძნობინებთ თავდაჯერებულად მთელი დღის განმავლობაში. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ დეოდორანტი სპრეი CITRUS 150 მლ 2100განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ ბურთულიანი დეოდორანტი 50 მლ 1404განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ ბურთულიანი დეოდორანტი Orchid 50 მლ 1411განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fa - ფა დეოდორანტი სპორტი 150 მლ 4362განსაკუთრებული ფასი 6,96 GEL რეგულარული ფასი 9,28 GEL
- Fa - ფა დეოდორანტი სპრეი ფიჯი 150 მლ 4126განსაკუთრებული ფასი 6,96 GEL რეგულარული ფასი 9,28 GEL
- Axe - აქსი ტანის სპრეი 150 მლ 1524განსაკუთრებული ფასი 12,39 GEL რეგულარული ფასი 14,57 GEL
- Rexona - რექსონა მყარი დეოდორანტი ქალის ალოე ვერა 40 გ 6640განსაკუთრებული ფასი 12,17 GEL რეგულარული ფასი 15,21 GEL
- Rexona - რექსონა სტიკი ქალის კოტონი ჩაპარალი 40 გგანსაკუთრებული ფასი 12,17 GEL რეგულარული ფასი 15,21 GEL
- Vichy - ვიში ანტიპერსპირანტი 48 საათიანი მოქმედებით 1320300განსაკუთრებული ფასი 35,45 GEL რეგულარული ფასი 70,90 GEL
- Lea - ლეა დეოდორანტი ქალის Invisible 50 მლ 2024განსაკუთრებული ფასი 3,93 GEL რეგულარული ფასი 7,85 GEL
- Lea - ლეა დეოდორანტი მინი ქალის Invisible 20 მლ 4295განსაკუთრებული ფასი 2,48 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Lea - ლეა დეოდორანტი მინი FRESH 20 მლ 4318განსაკუთრებული ფასი 2,48 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Ziaja - ზიაია დეოდორანტი ალუმინის გარეშე 31277განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account