Shroshani - შროშანი თმის ცვენის საწინააღმდეგო ხსნარი

განსაკუთრებული ფასი 7,31 GEL რეგულარული ფასი 9,19 GEL
მარაგშია
SKU
2_412
პრეპარატი შროშანი გამოიყენება თავზე თმის ცვენის შემთხვევაში და თავის კანის ქერტლიანობის დროს, როგორც გარეგანი საშუალება, როდესაც თმის ცვენა არაა გამოწვეული შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებებით.

მკურნალობის ინსტრუქცია:

    მცენარეული პრეპარატი შროშანი შეიზილეთ დილას და საღამოს მთელ თავზე, მიუხედავად იმისა, თავი დაბანილი გაქვთ თუ არა; წამალშეზელილი, სველთმიანი თავი შეიხვიეთ პირსახოცით და დააყოვნეთ 10 წუთი. ამ პერიოდში ნაყენი გამაჯანსაღებლად იმოქმედებს თმის საფარზე. შემდეგ თმები გაიმშრალეთ და 5 წუთის განმავლობაში თავის კანი ყოველმხრივ კარგად დაიმასაჟეთ. ბოლოს თმა დაივარცხნეთ რბილი თმის ჯაგრისით. თავზე დაგრჩებათ ოდნავ შესამჩნევი ყვავილების სასიამოვნო სუნი, რომელიც 2-3 წუთში გადის. წამალი აუცილებლად უნდა შეგაშრეთ თავზე. მისი ჩამობანა არ მოგცემთ სწრაფ სამკურნალო ეფექტს. წამალი იკეთებს ნალექს, რომელიც გათვალისწინებულია რეცეპტით. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ორ კვირაში. რეკომენდირებუია 3 თვიანი მკურნალობის უწყვეტი კურსი.

ფირმა შროშანის ექიმი-კოსმეტოლოგი გირჩევთ თმების მკურნალობა დაიწყოთ მათი სწორი მოვლით:

1. ნუ დაიბანთ თავს საპნით და ზოგიერთი მარკის შამპუნით, რომელთა უმეტესობა დამზადებულია მხოლოდ ხელოვნურ, სინთეტიკურ კომპონენტებზე, რაც ვნებს თავის კანს და აჩენს ქერტლს, მნიშვნელოვნად აზიანებს თმის საფარს.

2. თავი დაიბანეთ კვირაში ერთხელ ისეთი მარკის შამპუნით, რომელიც დამზადებულია სამკურნალო მცენარეებზე და ახასიათებს გამოკვეთილი სამკურნალო თვისებები. გირჩევთ ჩვენი წარმოების შამპუნის სტიმულიტის გამოყენებას.

3. ნუ გახვალთ სითბოდან სიცივეში ქუდის გარეშე: სიცივეში უქუდოდ სიარული თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზია.

4. ის, ვინც ხშირად იღებავს თმებს სინთეტიკური საღებავებით, დიდ ზიანს აყენებს თმის საფარს.

მას შემდეგ, რაც გაითვალისწინებთ თმის მოვლის ელემენტარულ წესებს, შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა მცენარეული პრეპარატით შროშანი. სამკურნალო ბალახები დადებით ზემოქმედებას მოახდენენ თავის კანზე, გააუმჯობესებენ მასში ნივთიერებათა ცვლას, გააჯანსაღებენ თმის ძირებს, უკეთ დაიწყებს კვებას თმის ღეროები, შეწყდება მათი ავადმყოფობა და თქვენი თმის საფარი შენარჩუნდება.

კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია წამლის შეზელვის შემდგომ თავის კანის ინტენსიური მასაჟი.

პრეპარატი შროშანით ფიტოთერაპია ჯანმრთელი თმებისთვისაც საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა, მომავალში რომ დაზღვეული ვიყოთ თმების ცვენისაგან და ქერტლისაგან. პრეპარატის გამოყენება შეიძლება როგორც ზედმეტად ცხიმიანი, ასევე გამომშრალი კანის შემთხვევაში. იგი დამარეგულირებელი ზემოქმედებისაა და თავის კანი მოყავს ნორმალურ მდგომარეობაში.

შროშანი - თმების საუცხოო ნატურალური კონდიციონერია: მისი შეზელვისა და ინტენსიური მასაჟის შემდგომ, თმის საფარი სწრაფად იკეთებს მოცულობას, ხდება ფაფუკი, კარგად ეწყობა და ივარცხნება. ყოველთვის, როცა კი მას მიმართავთ, თქვენი შეხედულება სიცოცხლით სავსე და მიმზიდველი გახდება. პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა საჭიროა ძალიან მოკლე დროში (ბანაობის გარეშე) თმების წესრიგში მოყვანა.

შროშანის სისტემატიური, მუყაითი გამოყენებით თქვენ შეინარჩუნებთ თმის საფარს, ხელს შეუწყობთ მის გახშირებას და გაჯანსაღებას; ეს დასტურდება მრავალმხრივი წინაკლინიკური და კლინიკური გამოკვლევებითა და მკურნალობის მრავალწლიანი პრაქტიკით.

წამალი დამზადებულია მრავალკომპონენტიანი, სპეციალური რეცეპტის მიხედვით უმაღლესი ხარისხის მცენარეებზე. მცენარეულ ნედლეულს უტარდება რადიაციული კონტროლი.

პრეპერატი შროშანი წარმოადგენს თერთმეტი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეებზე დამზადებულ ექსტრაქტს სპირტის შემცველობით. თითოეული სახის მცენარეული ნედლეული შესულია სახელმწიფო ფარმაკოპეაში.

თვისებები:

პრეპარატი შროშანი სტიმულაციას უკეთებს თავის კანს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს ბუნებრივი ვიტამინებით თმის ღეროებს; ანტისეპტიკური მცენარეული წვენები კურნავენ ქერტლისაგან; პრეპარატი ეფექტურად მკურნალობს და აჩერებს თმის ცვენასა და ქერტლიანობას; იგი წარმოადგენს მოყავისფრო-ჩალისფერ სითხეს, ბალახეულის სპეციფიური სუნით. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც უფროსებს, ასევე წლის ზევით ასაკის ბავშვებს.

ჩვენებები გამოყენებისათვის:

პრეპარატი შროშანი გამოიყენება თავზე თმის ცვენის შემთხვევაში და თავის კანის ქერტლიანობის დროს, როგორც გარეგანი საშუალება, როდესაც თმის ცვენა არაა გამოწვეული შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებებით.

უკუჩვენებები:

არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

სიფრთხილის ზომები:

მასაჟის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ თმები, რომ არ გაცივდეთ.

დოზირება:

პრეპარატის შეზელვისას წამლის ეკონომიურად ხარჯვის მიზნით უმჯობესია დაასველოთ ბამბით პატარა ფთილა და თითებით შეიზილოთ წვეთები თმის ძირებში.

სტაბილურობა:

ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თანდათან კარგავენ ძალას და აღარ გააჩნიათ საკმარისი თერაპიული ეფექტი.

შენახვის პირობები:

ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე.

შეფუთვა:

პრეპარატი შროშანი წარმოდგენილია ფლაკონით, მას თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.

რაოდენობა: 200 მლ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy